საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
პენტაგონში შეხვედრები დაიწყო.
ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი
კონსულტაციების გამართვა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით
გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყებაა
მხარეებმა მომავალი სამი წლის
სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივა და საქართველოს შეიარაღებული
ძალების მზადყოფნის ახალ პროგრამაზე იმსჯელეს.
„ამერიკული მხარისგან სრული
მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენი ამოცანის განხორციელებაში, რომ ქართული
შეიარაღებული ძალები ამ პროგრამის შედეგად იყოს სრულ მზადყოფნაში
საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების
განსახორციელებლად. პირველად ხდება, როცა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა
გვეხმარება არა მხოლოდ სამშვიდობო მისიებსა თუ ნატოს
ოპერაციებში, არამედ, იმაში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ
სახელმწიფოს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის პროგრამა
იქნება გარდამტეხი მომენტი და პრინციპულად ახალი ერის დასაწყისი
საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. როდესაც ვთქვით, რომ
ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იქნებოდა უფრო ძლიერი, ეს არის,
სწორედ, ამ სიძლიერის კიდევ ერთი გამოვლინება. ჩვენ გვეძლევა
შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებთან და ინსტრუქტორებთან ერთად
სრულიად საქართველოს შეიარაღებული ძალები, მისი ყველა
დანაყოფი ამ პროგრამის საშუალებით პრინციპულად ახალი სწავლების
რეჟიმზე გადავიყვანოთ, ახალი ტიპის აღჭურვილობითა და შესაძლებლობებით,
როგორიც ქართულ ჯარს აქამდე არასდროს ჰქონია“, - განაცხადა თინათინ
ხიდაშელმა.