ცენტრ-პოინტის საქმეზე სასამართლო პროცესი
გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების
მხარის მოწმეებს უსმენენ.
საქმეზე ბრალდებულები არიან
რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და დექსუსის დამფუძნებელი
ივანე ცაგურია.
საუბარია თაღლითობის ბრალდებით
2013 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე,
სადაც ცენტრ პოინტთან ერთად კიდევ 3 სამშენებლო
კომპანიაა გარეული.
რუსუდან კერვალიშვილმა პროცესის
დაწყებამდე, მოსამართლეს და პროკურორებს სთხოვა, რომ მაია
რჩეულიშვილის ნაცვლად წინასწარი პატიმრობა მისთვის
შეეფარდებინათ.
კერვალიშვილის თქმით, მაია
რჩეულიშვილს აქვს კონკრეტული ვალდებულებები, რომლის შესრულებაც მხოლოდ
მას შეუძლია.
„მოხარული ვიქნები თუკი
შესაძლებელი იქნება, რომ პატიმრობაში მე ვიყო და მიეცეს შესაძლებლობა
სამშენებლო სექტორს, და არა მარტო ჩემს დას, გააკეთონ ის საქმე, რისი
ვალდებულებაც გვაქვს. განაცხადა კერვალიშვილმა .
საქმე ეხება ე.წ. ამხანაგობა
თაბუკაშვილის პროცესს, რომელიც უკვე სამი წელია გრძელდება.
„ქალბატონი მაია რჩეულიშვილი
ჩამოცილებულია ამ საქმეს, დღეს ჩვენ ვერაფერს ვერ
ვაკეთებთ და ვერავის ვერაფერს ვერ ავუნაზღაურებთ. სამართლებრივად ვერც
სახელმწიფო და ვერც პროკურატურა ვერავის ვერაფერს ვერ აუნაზღაურებს და
ვერ ააშენებს. ერთადერთი უალტერნატივო გზა არის მაია რჩეულიშვილის
გამოშვება საპატიმროდან, რომ მან დაასრულოს მშენებლობები და როგორც
აქამდე ვაკმაყოფილებდით დაზარალებულებს ისე დავაკმაყოფილოთ. ზოგი
თანხის გატანით, ზოგი ბინით დაკმაყოფილებით,“-განაცხადა რჩეულიშვილის
ადვოკატმა მარინე ცუცქირიძემ.