ჩვენი
სტრატეგიული
პარტნიორობა
თურქეთთან
თვისობრივად
ახალ
საფეხურზე
გადავიდა,
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა
თურქეთთან თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა, - ამის შესახებ
ანაკარიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა
განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იყო
"უპრეცედენტოდ წარმატებული ვიზიტი", რომლის ფარგლებში ხუთ შეთანხმებას
მოეწერა ხელი.
ერთ-ერთი მიღწეული შეთანხმების
შედეგად გადაწყდა, რომ მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის
ადგილი ხელახალი მოლაპარაკების შედეგად შეირჩევა.
„ეს იყო მართლაც უპრეცედენტოდ
წარმატებული ვიზიტი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატეთ მხარდაჭერა
თურქეთში დემოკრატიისადმი და არჩეული ხელისუფლებისადმი. შედეგები,
რომლითაც ჩვენ ჩამოვედით, არის მართლაც ძალიან სასიხარულო და
მისასალმებელი. მინდა ვთქვა, რომ ხუთ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და
დეკლარაციას, რომლითაც სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივი საბჭო
დავაფუძნეთ. დაძრული იქნა ადგილიდან ისეთი რთული თემები, როგორიც არის
თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკების გახსნა,“ - განაცხადა
გიორგი კვირიკაშვილმა.