რუსუდან კერვალიშვილი მის
დაპატიმრების, სანაცვლოდ კი მაია რჩეულიშვილის გათავისუფლებას
ითხოვს.
„ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა,
რომელზეც ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი, რუსუდან კერვალიშვილი და
კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელი ივანე ცაგურია არიან, სასამართლოში
დღეს განახლდა.
რუსუდან კერვალშვილის მოთხოვნას პროკურორი პასუხობს, და ამბობს, რომ
ამ ეტაპზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და
დაპატიმრება მოსალოდნელი არ არის.
დღევანდელ პროცესზე რუსუდან
კერვალიშვილმა განაცხადა, რომ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებული
მენაშენეების დასაკმაყოფილებლად და კომპანიის ვალდებულებების
გასასტუმრებლად მაია რჩეულიშვილის გათავისუფლება
აუცილებელია.
კომპანიის მენეჯმენტი
მშენებლობების გაჭიანურებას სახელმწიფოს მხრიდან აღებული
ვალდებულებების შეუსრულებლობით ხსნის.
საუბარია კანონზე, რომელიც 2015
წლიდან ამოქმედდა.
კანონის თანახმად, სამშენებლო
კომპანიები, რომლებსაც 2008 წლის ომისა და კრიზისის გამო ზიანი
მიადგათ, დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლდნენ და გადახდილი თანხა
უკან უნდა დაბრუნებოდათ.
კომპანიებმა ამ შეღავათის
სანაცვლოდ ობიექტები 2018 წლამდე უნდა დაასრულონ. „ცენტრ-პოინტი“ 20
მილიონამდე ლარს ითხოვს და ყველა ვალდებულების გასტუმრების პირობას
დებს.
ფინანსთა სამინისტროში დღგ-ს
დაბრუნების თაობაზე რჩეულიშვილების მოთხოვნას უპასუხეს და ოჯახს
მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავება
ურჩიეს.
უწყებაში უარყოფენ
კომპანიისთვის დასაბრუნებელ ვალს და ამბობენ, რომ
„ცენტრ-პოინტს“ პირიქით აქვს სახელმწიფოს ვალი 61 მილიონი
ლარი.
„ცენტრ-პოინტის“ ლაბირინთებმა
რჩეულიშვილები ყოფილ თანაგუნდელებთან დაპირისპირებამდეც
მიიყვანა. იურისტი, კომპანიის ფინანსური პრობლემების
გამწვავებაში ზურაბ ადეიშვილის და გიგი უგულავას კვალსაც ხედავს.
საუბარია სამშენებლო პროექტების „დექსუსისთვის“ გადაცემაზე.
შეგახსენებთ, რომ საუბარია თაბუკაშვილის 88-ში მდებარე ობიექტის
გარშემო მიმდინარე გამოძიებაზე. მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივლისს
ჩაინიშნა.