საჯაროვდება პარლამენტის იმ წევრთა ვინაობა,
რომლებსაც ბოლო მოწვევის პარლამენტში არცერთი საკანონმდებლო
ინიციატივა არ წარუდგენიათ.
ასეთი ზუსტად 73 დეპუტატია, მათ შორის
არიან მმართველი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციის
წარმომადგენლებიც.
დავით ლორთქიფანიძე;გოგლა ჟვანია;
თამაზ ჯაფარიძე,შოთა ხაბარელი; ლერი ხაბელოვი - ეს არასრული
ჩამონათვალია, მმართველი გუნდის იმ დეპუტატთაგან, რომლებსაც მერვე
მოწვევის პარლამენტში არცერთი საკანონდმებლო ინიციატივა წარუდგენიათ.
ამას კი მოწმობს პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ პასიურ დეპუტატთა უმრავლესობა , მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ისევ აპირებს და აღნიშნავენ,
რომ აქტიურ საქმიანობასაც შეუდგებიან.
ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე
მათგანს, მაგალითად , პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
კომიტეტის თავმჯომარე, ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ მას ჰქონდა
რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მისი სახელით არ გასულა, რადგან
კომიტეტის ფორმატში განიხილეს.
ქართული ოცნების წევრები
აღნიშნავენ, რომ დეპუტატისთვის აქტიური კანონშემოქმედებითობა
აუცილებელია.