15 827 ლარი ეს არის თანხა, რომელიც
არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს
ხელფასიდან ჩამოეჭრათ.
გამცდენ დეპუტატებს შორის ძირითადად
ნაციონალური მოძრაობის წევრები ჭარბობენ. 2012 წლის ოქტომბრიდან
2016 წლის ივნისამდე პარლამენტში 231 პლენარული და რიგგარეშე
სხდომა ჩატარდა
გამცდენ დეპუტატებს შორის ძირითადად
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჭარბობენ.
231 პლენარული და
რიგგარეშე სხდომის გამცდენი დეპუტატების უმრავლესობა „ნაციონალური
მოძრაობის“ წევრია.
გამცდენი დეპუტატების ათეული ასე გამოიყურება: კობა ნაყოფია 179
გაცდენა, რამაზ ნიკოლაიშვილი -174, ნიკოლოზ
ყიფშიძე -168,
აზერ სულეიმანოვი -161, ზაზა კედელაშვილი
-138, დავით ბეჟუაშვილი
-137, როლანდ ახალაია 132,
გოგი ლიპარტელიანი -129,
თინათინ ბოკუჩავა - 126 და პაატა ლეჟავა -122
გაცდენა.
ჩვენი გამოქვეყნებული სიიდან კობა ნაყოფიას დავუკავშირდით,
რომელსაც ყველაზე მეტი 179 გაცდენა აქვს, მაგრამ მან ჩვენ დასმულ
კითხვებს არ უპასუხა, მიზეზად კი მოუცლელობა დაასახელა.
სხდომების გამცდენ პირველ
25 დეპუტატში “ქართული ოცნების” წევრი მხოლოდ ერთი დეპუტატი, თედო
ჯაფარიძეა, ხოლო “თავისუფალი დემოკრატებიდან”- ირაკლი ჩიქოვანი და
ნინო გოგუაძე.
თედო ჯაფარიძე, ამჟამად დედაქალაქში არ იმყოფება. ჩვენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ვესაუბრეთ. რაც შეეხება „თავისუფალ
დემოკრატებს“, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ გაცდენების სიაში,
სამუშაო მივლნინებებში ხშირად სიარულის გამო მოხვდა.
გამცდენი დეპუტატების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია,
თუმცა ჯერჯერობით პარტიაში კომენტარს არ აკეთებენ.