4 მძეველის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის
დაწყებას ერევანში ყოველ წუთს ელოდებიან.
ერებუნის პოლიციის
განყოფილება პოლიციის ალყაშია- შენობის შიდა ტერიტორიაზე კი
ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერები იმყოფებიან. ტყვეობაში რჩებიან
ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები. 72 საათიანი მოლაპრაკება შედეგის
გარეშე დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით
ამბოხებულთა თანამოაზრეები საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. პოლიცია
აქციის წყლის ჭავლით დაშლას აპირებს.
სროლის ხმა ქალაქში ისევ
გაისმა, გამაფრთხილებელ გასროლას მოჰყვა დაპირისპირება აქციის
მონაწილეებსა და პოლიციას შორის. მოქალაქეებმა სამართალდამცველებს
ბოთლები და ქვები დაუშინეს. საინფორმაციო სააგენტოები რამდენიმე
პირის, მათ შორის ორი ჟურნალისტის დაკავების შესახებ
ავრცელებდნენ ინფორმაციას. ამ წუთებში სპეცრაზმის მობილიზაცია
მიმდინარეობს , გამოჩდნენ ჩახფუტიანი პირები , რომლებსაც ცოცხალი
ჯაჭვი აქვთ და ოპოზიციის მხარდამჭერებს საპირისპირო მიმართულებით
გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.
ოპოზიცია უკან დახევას არ
აპირებს. მოთხოვნა უცვლელია-დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს
დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი და გადადგეს
პრეზიდენტი.ქალაქში ამბობენ , რომ ჟირაირ სეფილიანი პოლიტიკური
პატიმარია.
ცხრა მძევლიდან 5 პირველსავე
დღეებში გაათავისუფლეს, თუმცა დარჩენილ ოთხ პოლიციელთან დაკავშირებით
მოლაპარაკება უშედეგოდ გრძელდება. გავრცელდა გარდაცვლილი პოლკოვნიკის
დაკრძალვის კადრებიც. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს შორის, როგორც
სომეხეთის დეპუტატები აცხადებენ ყარაბაღის მებრძოლებიც არიან ცნობა
ოფიციალურად არ დასტურდება .
ვითარების გამწვავება
მოქალაქეების განმარტებით, სერჟ სარქსიანის მიერ კონსტიტუციის
სათავისოდ შეცვლამ გამოიწვია. პრეზიდენტი ამ დღეებში მედიასთან არ
გამოჩენილა. მოქალაქეებს ყველაზე მეტად შეიარღებული დაპირისპირების
ეშინიათ.