კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
კორცხელის ინციდენტის გამოძიება ჭიანურდება
რატომ ჭიანურდება ორი თვის წინ კორცხელში მომხდარი ინცინდენტის გამოძიება?

პრეზიდენტს შეკითხვები აქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სატელევიზიო კომენტარზე თავს იკავებს. გამოძიებას ელოდება პრემიერ მინისტრიც. ნაციონალური მოძრაობა კი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახი კალაძეს ინცინდენტის ორგანიზებაში დღს ისევ ადანაშაულებს.

კორცხელში მომხდარი დაპირისპირებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ  ქვეყნის პრეზიდენტი გამოძიების შედეგების მოლოდინშია. გიორგი მარგველაშვილი პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს.

გიორგი მარგველაშვილი:„როცა საარჩევნო დღეს ასეთი მასიური ძალადობა ხდება, ეს არ არის კონკრეტული კრიმინალი. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯი. ამის გამოუძიებლობას შეიძლება მხოლოდ სახელისუფლო სტრუქტურებში მოჰყვეს შედეგი? ამას ყველა პოლიტიკურ პარტიაში კასკადური ეფექტი ექნება, იმიტომ რომ ყველა იფიქრებს - აა, ანუ ასეთია თამაშის წესები... და საით მიგვყავს ქვეყანა? ეს არჩევნები უნდა იყოს კონკურენციის, შეხედულებების, დაპირებების, პროგრამების, ანალიზის... ამისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ. ამ ფონზე ძალიან მძიმედ ჩანს ამ ინციდენტის გამოუძიებლობა. ამ პასიურობით სერიოზული ზიანი მიადგება ჩვენს ევროპულ მომავალს"

გიორგი კვირიკაშვილი...მძიმე ინცინდენტი იყო გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დაისჯება, მე არ მაქვს უფლება პროცესში ჩავერიო

კახი კალაძე...მე ვეთანხმები პრეზიდენტს გამოძიება აუცილებლად მალე უნდა დასრულდეს და ყველა პირი დაისაჯოს

პრეზიდენტს ეთანხმება პრემიერიც და ვიცე-პრემიერი-კახი კალაძეც, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ კორცხელის ინცინდენტის ორგანიზებაში დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

სერგო რატიანი: ამაში მონაწილეობდა კახი კალაძე, ის უნდა ჩამოშორდეს პროცესს, რადგან ეს არის გზავნილი რომ ძალადობა არის დასაშვები“.

მიუხევადად ორთვიანი მოლოდინისა მმართველ გუნდში დღესაც დარწმუნებული არიან რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე ლოგიკურ დროში მივა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებს არ აკონკრეტებენ, თუმცა გვითხრეს რომ საქმე ხულიგნობის მუხლითაა აღძრული და  ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში რამდენიმე ათეული ადამიანი გამოიკითხა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები