სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური
გზა გაგრძელდა- დიპლომატი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და
გამარჯვებისთვის მხარდამჭერებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
ზურაბიშვილი საპარლამენტო
არჩევნებში მთაწმინდაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის
კენჭს.
„ვთვლი, რომ ჩემი ყოფნა
პარლამენტში საჭიროა, საქმეს გასაკეთებელი“,-აცხადებს „მაესტროსთან“
საუბარში „საქართველოს გზის“ საპატიო
თავმჯდომარე.
ემზადება აქტიური, განსხვავებული
წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ქალაქის იმ ნაწილის ინტერესების
დასაცავად, სადაც თბილისში ყოფნის დროს ყველაზე მეტ დროს ატარებს.
როგორც ამბობს, თანამშრომლობაზე არცერთ პარტიასთან კონსულტაცია არ
ჰქონია, პარლამენტში სამომავლო მოკავშირეების პერსპექტივა კი
ასეთია
„არის ბევრი ძალები,
რომელთანაც შეიძლება ურთიერთობა ზოგიერთ საკითზე, ჩემთვის არცერთი არ
არის მიუღებელი, გარდა ერთისა, თქვენთვის გასაგები იქნება რომელთან არ
ვითანამშორმლებ“.
პრორუსულ ძალებთან თანამშრომლობის
გამორიცხვით აქტიურ კანონშემოქმედებით საქმიანობას და ქვეყნის
ფარგლებს გარემ მცხოვრები საქართველო მოქალაქეების ინტერესების დაცვას
გეგმავს.
დიპლომატი, ყოფილი ელჩი, არაერთი
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოამდგენელი, ვარდების რევოლუციის
მთავრობის სააგრეო საქმეთა მინისტრი, პარტია საქართველოს გზის საპატიო
თავმჯდომარე, რომელსაც ოპოზიციიის ლიდერობის გამოცდილებაც აქვს
.
სალომე ზურაბიშვილი 2013 წელს.
ცესკომ საპრეზიდენტო კანიდდატად არ დაარეგისტრირა, სამი წლის შემდეგ
ის დეპუტატობისთვის იბრძოლებს.