სახლ-კარი უსახლკაროებს-ე.წ. ქაღალდის
დასახლებაში მცხოვრებთ ვარშალომიძის სიმბოლური დოკუმენტის არ
სჯერათ.
აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი
ნომერი სოციალურად დაუცველებს დახმარებას პირდება თუ რა თქმა უნდა
2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვა.
ლევან ვარშალომიძემ,
ინდივიდუალური ხელშეკრულებები უკვე გააფორმა
მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან.
სწორედ ამ ფაქტის
შედეგ დაინტერესდა „მაესტრო“. დოკუმენტით იკვეთება თუ არა
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი.
ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში
ორშაბათს არის დაბარებული.
„ოცნების ქალაქში“ ხმაური
ლევან ვარშალომიძის გამოჩენას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილმა მთავრობის
ყოფილ მეთაურს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი და
შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა .
შუმები
დაპირისპირების მიუხედავად
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რამდენიმე ამომრჩეველთან
ინდივიდუალური მემორანდუმის გაფორმება მაინც მოახრხა.
ეს არის დოკუმენტი, რომლითაც
აუდიტის სამსახური უკვე დაინტერესებულია. ვარშალომიძე დაკითხვაზეა
დაბარებული. თუმცა ამას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო
გეგმები არ შეუცვლია.
დოკუმენტი ორი მუხლისგან და 3
ქვეპუნქტისგან შედგება. ხელშეკრულებით ვარშალომიძე იღებს
ვალდებულებას, რომ უსახლკარო მოსახლეობას ბინით
უზრუნველჰყოფს.
ხელშეკრულებაში გაწერილია ვადებიც
- ვარშალომიძე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას 9 ოქტომბრიდან
შეუდგება, თუმცა მანამდე „ნაციონალურიმა მოძრაობამ“ არჩევნებში უნდა
გაიმარჯვოს.
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ
წინასაარჩევნო დაპირება - კითხვები მესამე სექტორსაც აქვს.
საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან
არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი
უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება,
გარიგების დადება კანონით ისჯება.
კანონდარღვევა თავისუფლების
აღკვეთას, ვადით სამ წლამდე ან ჯარიმას ითვალისწინებს. სწორედ ამ
მუხხლით მიუსაჯა სასამართლომ პატიმრობა შინაგან საქმეთა ყოფილ
მინისტრს ვანო მერაბიშვილს.