საქართველოში ფართოზოლოვანი
ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პოგრამის
განხილვით დაიწყო მთავრობის სხდომა
კანცელარიაში.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა
განაცხადა, პროექტის განხორციელების შემდეგ
ქალაქი და სოფელი ოპტიკურ ბოჩკოვანი
ინტერნეტით სარგებლობას შეძლებს. პროგრამა
დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება და მას ფონდი ქართუ
დააფინანსებს.
„დღეს მთავრობის სხდომაზე
გამოგვაქვს ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო
პროგრამა, რომლის მიხედვითაც უკვე გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია
გეგმა, თუ როგორ შეიქმნას საქართველოში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის
ქსელი 2000-ზე მეტი დასახელების ქალაქისა და
სოფლსათვის.
ჩვენ მივიღეთ
სტრატეგია თვეების წინ - განვსაზღვრეთ, თუ რა სტრატეგიით უნდა
წავსულიყავით. ამ პერიოდის განმავლობაში, იდენტიფიცირებული იქნა
და დაყოფილი იქნა რამდენიმე ზონად მთელი საქართველოს
ტერიტორია.
სახელმწიფო
პროგრამა ისე მომზადდა, რომ ეს პროექტი ფაქტობრივად, კერძო სექტორთან
ერთად განისიაზღვრა სხვადასხა დაინტერესების ზონები და არ ხდება ისე,
რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინეტერსები გადაკვეთოს, პირიქით, ხელს
უწყობს სხვადასხავა დაინტერესების ზონების მიხედვით კერძო სექტორის
შესვლას საქართველოს სხვადასხვა სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო, იქ
სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული და საერთოდ არ არსებობს დღეს
ინტერესი და ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, რომ ინტერნეტი იქნას
შეყვანილი, ფონდი „ქართუ“ მთლიანად აფინანსებს. ეს არის აბსოლუტური
ქველმოქმედება ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე“, -
განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.