საქართველო რუსეთისგან ემბარგოს დაწესებას
არ ელოდება-
ეს განცხადება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში
პრემიერის წარმომადგენელმა გააკეთა.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, 2014
წლის 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ყირიმსა და
სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით გარკვეული
შეზღუდვების სანქციების შემოღების შესახებ, რომელსაც საქართველოც
შეუერთდა.
„გასული წლის ივნისში ეს
გადაწყვეტილება ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა კიდევ ერთი წლით, ანუ
მიმდინარე წლის ივნისამდე. რამდენიმე დღის წინ ავტომატურ რეჟიმში ეს
გადაწყვეტილება კვლავ გაგრძელდა და ძალაში რჩება, ასე რომ რაღაც ახალ
გადაწყვეტილებასთან, ახალ სანქციასთან არ გვაქვს საქმე. ეს არის
2014 წელს შემოღებული შეზღუდვები, რომლებიც ყოველწიურად გრძელდება
ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით”,
განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთის დუმის
განცხადება, რომლის მუხედვითაც სწორედ საპასუხო რეაქციისთვის შესაძლოა
მათ მოითხოვონ ქართული ღვინისა და "ბორჯომის" აკრძალვა, ეს
გადაწყვეტილება არ არის, ერთ-ერთი კომიტეტის წევრების
ინიციატივაა.
„შევიტყობთ რა გაგრძელება
მოჰყვება ამას. არ მაქვს მოლოდინი, რომ მოხდება ემბარგის დაწესება
ქართულ ღვინოსა და ბორჯომზე. აბაშიძე -კარასინის ფორმატში ამ ეტაპზე
ამ საკითხზე არ ყოფილა საუბარი, შარშან იყო ამ თემაზე საუბარი, მაგრამ
ამჟამად ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. მე ვიმეორებ, რომ ჩვენი
მხრიდან ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება 2014 წელს არის მიღებული.
ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება მხოლოდ სევასტოპოლსა და ყირიმში
წარმოებულ პროდუქციას, ეს ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც.
საქართველო რა თქმა უნდა ამ საკითხს განსაკუთრებული სენსიტიურობით
ეკიდება”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის სახელმწიფო დუმის
საერთაშორისო კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომელშიც დეპუტატები
მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ, საქართველოდან ღვინისა და
მინერალური წყლის “ბორჯომის” იმპორტი აიკრძალოს. ამის შესახებ რუსულ
მედიასთან საუბრისას კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ
განაცხადა.
მისი განმარტებით, დოკუმენტი,
რომელზაც საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მუშაობს, საქართველოს,
მონტენეგროს, ალბანეთის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის ევროკავშირის
სანქციებთან შეერთებას გმობენ და მთავრობას საპასუხო ზომების
მიღებისკენ მოუწოდებენ.
შეგახსნებეთ,
რომ 2006 წელს დაწესებული ემბარგოს შემდეგ რუსული ბაზარი ქართული
პროდუქციისთვის 2013 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა.