კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
კოტე კემულარიას პოლიტიკა
კოტე კემულარია პოლიტიკაში ვარდების რევოლუციით მოვიდა, მალე წავიდა და თითქმის ცხრაწლიანი პაუზის შედეგ  ისევ ბრუნდება

მან პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკური ბანი მისცა და ფოთში მაჟორიტარის მანდატის მოსაპოვებლად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.

კემულარიას მინისტრობის წლები, უშიშროების საბჭოს მდივნის სავარძელი, უზენაესი სასამართლოსა  და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - შთამბეჭდავი რეზიუმე და რეზონანსული წარსული.

ცხრა წლიანი შესვენების შემდეგ კოტე კემულარია აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში ბრუნდება .

პოლიტიკური აქტიურობის ცენტრად, კოტე კემულარიამ პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული პარტია აირჩია.

„ეს არის ის ცომი რომლისგანაც ჩვენ უნდა გამოვაცხოტ რეფორმების გამტარებელი სუფთა ახალი , პოლიტიკური ძალა“-აცხადებს კოტე კემულარია.

თუმცა მსგავსი რამდენიმე წლის წინ უკვე გამოიარა, როცა საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა. იმ პერიოდში ყველა ახალ ძალაზე და ცვლილებებზე საუბრობდა.

ყოფილი მათალჩინოსანი ამბობს, რომ მისი მონაწილეობით მნიშვნელოვანი ცვლილებებიც გატარდა და უწყებებების რეფორმირების დოკუმენტიც მომზადდა.

„ეს ყველაფერი გადააგდეს და მოიყვანეს ვიღაც მეგისები და ახალაიები და  გადაატრიალეს ყველაფერი“-ამბობს კემულარია მაესტროსთან საუბარში.

მაღალ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ბრალდებები მისი მისამართითაც ისმოდა: პატიმრების გარდაცვალების ფაქტები, იუსტიციის სამინისტროს მონიტორინგის საბჭოს გაუქმება, გაუსაძლისი მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, კოტე კემულარიას გადადგომას ითხოვდნენ.

ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი  თვლის, რომ ეს პერიოდი ამომრჩეველთან ურთიერთობისას ხელს არ შეუშლის, რადგან ის ნაციონალური მოძრაობის სახე არ ყოფილა.

ამიერიდან კოტე კემულარიამ ეს ამბები ამომრჩეველს უნდა უამბოს. რამდენად დაიჯერებს ხალხი ნაამბობს 8 ოქტომბერს, გამოჩნდება.

ყოფილი მაღალჩინოსანი გამრჯვებისთვის ემზადება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები