კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
იგორ გიორგაძეზე ინტერპოლით ძებნა შეწყდა
იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას აანონსებს.

საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრზე  ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.

როგორც ირკვევა გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეთანხმებული არ ყოფილა. გიორგაძეს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმაში დასდეს ბრალი- მან ქვეყანა 21 წლის წინ დატოვა და გუშინდელი დღის ჩათვლით იძებნებოდა.

იგორ გიორგაძე ახლა სასამართლოს პროცესების მოლოდინშია.

მას ბრალად ედება ედუადრდ შევადნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში.

ყოფილ მაღალჩინოსანს საერთაშორისო ძებნილის სტატუსი მოეხსნა, თუმცა  საქართველოში ის ბრალდებულია და მის დაბრუნებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. იგორ გიორგაძის ადვოკატი აცხადებს,  ყოფილი მინისტრის მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას და სწორედ ამიტომ მიიღოს ინტერპოლმა ძებნის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილება.

განსხვავებული განცხადებები კეთდება  პროკურატურაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ  პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს  და ინტერპოლმა გადაწყვეტილება პროკურატურსათან კომუნიკაციის  გარეშე მიიღო.

საგამოძიებო ორგანო მუშაობს, იმისთვის რომ აღდგეს   საერთაშორისძო ძებნა  იგორ გიორგაძის მიმართ .

იგორ გიორგაძე აცხადებს, რომ მის  მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები