კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ძალადობა პოლიციის შენობაში

ტაშკენტი - ყაზბეგის ქუჩების კვეთაზე მომხდარ  მკვლელობაში ბრალდებულს 11 წელი მიუსაჯეს.

მეგობრები კი როგორც თავად ამბობენ მოწმის  სტატუსით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს  და   სასურველი ჩვენების მისაღებად ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულის ადვოკატი საქმის გასაჩივრებას სააპელაციოში გეგმავს.

„ისე უნდა ილაპარაკო როგორც საქმეს ჭირდება, ისე არ არის როგორც შენ გინდაო’-აცხადებს საქმის მოწმე ლაშა არეშიძე.

მკვლელობაში ბრალდებულ თენგო კაციას ბრალის დადასტურება პოლიციელებმა მისი მეგობრებისგან სასურველი ჩვენების მიღებით შეძლეს, - ამის შესახებ კაციას მეგობარი, ლაშა არეშიძე საუბრობს.

მოწმე ამბობს, რომ თვითმხილველებს სამართალდამცველები თავდაპირველად სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდნენ, შემდეგ კი ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

„ ჯერ გვაგინეს, მერე გვცემეს, მე შევხედე კაციას როგორ ურტყამდნენ, მოტყუებით დამაწერინეს ჩვენება მითხრეს რომ კაციამ აღიარა ‘’-აცხადებს მაესტროსთან საუბარში  ლაშა მაღრაძე.

ოჯახის ადვოკატი სამართალდამცველების მხრიდან პროცესუალურ დარღვევებზე საუბრობს. ნონა ფილაური აბობს, რომ შემთხევის ადგილს რეალურად 1 გარე სათვალთვალო კამერა იღებდა. თუმცა ჩანაწერი გამქრალია. მეორე კამერის ჩანაწერში კი მხოლოდ შემთხვევის შემდეგი მოვლენებია ასახული.

შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია მაია კაცია.  ბრალდებულის დედა ექსპერტიზის შედეგზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ ბრალდებულის ტანსაცმელზე გარდაცვლილის სისხლის კვალი ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციას სამართალდამცველების მხრიდანმ მოწმეებზე ძალადობის შესახებ არ ადასტურებენ. პროკურატურაში კი გვითხრეს, რომ  ინფორმაციას არ ფლობენ და გამოძიებას, მხოლოდ მოწმეების მხრიდან განცხადებით მიმართვის შემდეგ დაიწყებენ.

2015 წლის 15 ნოემბერს კანდელაკის ქუჩაზე მეგობრის დაბადების დღეზე დაწყებული კამათი ქუჩაში გაგრძელდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნასვამმა 19 წლის თენგო კაციამ თენგო ფერცელიძეს, გულმკერდის არეში  დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი ხელვაჩაურის საფეხბურთო კლუბ "მაჭახელას" ფეხბურთელი თენგო ფერცელიძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. კაციას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები