კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
მარმარისში დაკავებული ქართველები
თურქეთში მცხოვრები ხუთი ქართველის ადგილსამყოფელი დაუდგენელია.

ადგილობრივი მედიის მიერ  გავრცელებული კადრებით დგინდება, რომ ქალაქ მარმარისში პოლიციასა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ინციდენტი მოხდა.

ამის შედეგ იკარგება ახალგაზრდების კვალი. საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარი არ კეთდება.

ციხე თუ საავამდყოფო - ეს არის ერთადერთი კითხვა,რომელზე პასუხსაც მესამე დღეა ერთ-ერთი დაკავებულის მამა ვალერიან ტეხური უშედეგოდ ითხოვს.  ოჯახის წევრებს განსხვავებული ინფორმაცია აქვთ,

მარმარისში, საქართველოს მოქალქეებსა და სამართალდამცველს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ  განსხვავებულია თურქული მედიისა და ახლობლების ინფრომაციები.

თურქული მედიის ცნობით,  დაკავებულები ავტომობილს ძარცვავდნენ რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, 45 წლის სამართალდამცველს, ყელისა და მუცლის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, შემდეგ კი ავტომობილით გადაუარეს.  ბრალდებულებს,  საპასუხო ძალადობით  ქუჩაში გაუსწორდნენ თურქი სამართალდამცველები.

ძარცვას გამორიცხავენ და სიმართლის დადგენას ითხოვენ ოჯახის წევრები. აცხადებენ, რომ 5 ბრალდებულიდან 2 კომაშია, იძებენება ერთი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს, საკონსულოსა და თურქეთში ელჩთან რამდენიმე უშედეგო  წერილისა და თხოვნის შემდეგ ბრალდებულების ახლობლები დღეს, თურქეთის საელჩოსთანაც მივიდნენ. მოუსმინეს თუმცა დახმარებას ვერ დაპირდნენ.

დაუდასტურებული ინფორმაციით, ინციდიენტის შემდეგ დაკავებულია კიდევ 16 ქართველი, სამსახური დაკარგა მარმარისში მცხოვრებმა საქართველოს მოქალქეების ნაწილმაც.

მედიასთან კონტქატზე უარს ამბობს საგარეო  საქმეთა სამინისტრო, საკონსულო და პროკურატურა.

შინაგან საქემთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყებამ  მარმარისში ატაშეები უკვე გაგზავნა. .

45 წლის თურქი სამართალდამცველის მკვლელობისთვის ბრალდებული 5 ქართველის პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები