კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ფსიქოტროპულები ურეცეპტოდ - "მაესტროს" ექსპერიმენტი
ის რაც სახელმწიფომ აკრძალა , ფარმაცევტთა ნაწილმა მალულად დაუშვა-ფსიქტოროპული წამლები  ურეცეპტოდ იყიდება.

მაესტროს მიერ გადაღებული მასალით დასტურდება , რომ  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძენად კონკრეტულ აფთიაქებში რეცეპტი საჭირო არ არის...

ყოველგვარი ზედმეტი კითხვის და შემოწმების გარეშე აფთიაქის თანაშრომელი  გაძლევთ იმ მედიკამენტს, რომელსაც მოითხოვთ, სანაცვლოდ მხოლოდ ფულია საჭირო და არა ექიმის დანიშნულება. ექსკლუზიური კადრები ერთხელ უკვე დაჯარიმებული აფთიაქიდან.

ეს არის ფარული ვიდეოჩანაწერი სადაც ჩანს როგორ იყიდება ფსიქოტროპული მედიკამენტი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. მოქალაქემ 3 აბი ბაკლოსანი,წამალი რომელიც ნარკოტიკული ზემოქმედებისთვის გამოიყენება,  5 ლარად შეიძინა. აფთიაქში არც სპეციალური რეცეპტი მოუთხოვიათ და არც ჩეკი გაუციათ.

„კონტაქტის“ ინფორმაციის საფუძველზე აფთიაქს  მედიცინის რეგულირების სააგენტო შეამოწმებს. შპს „იმედი“ მიმდინარე თვეში, უკანონო ფარმცევტული საქმიანობისთვის ერთხელ უკვე დააჯარიმეს. თუ დარღვევა ამ შემთხვევაშიც დადასტურდება, აფთიაქს 12 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. შემდეგ კი ლიცენზიაც შეუჩერდება.

შპს „იმედს“ საქმიანობის უფლება გასულ წელს ერთხელ უკვე ჩამოართვეს, თუმცა მაშინ ის „მაგნოლიას“ სახელწოდებით ფუნქციონირებდა.

ბაკლოსანი - ეს არის ფსიქოტროპული მედიკამენტი რომლის ჭარბი დოზით მიღება იწვევს ნარკოტიკულ ზემოქმედებას. ადუნებს კუნთებს, არღვევს ცნობიერებას და იწვევს კომას. „ბაკლოსანს“ მომხმარებლები ხშირად დეზომორფინის ანუ ეგრეთწოდებული „კრაკაძილის“ დასამზადებლად გამოიყენებენ.დეზოფორმინის მოხმარება კი ორგანიზმის ლპობას იწვევს, რაც 90 შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება.

ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ გაცემის პრობლემა უკვე წლებია აქტუალურია.

წელს მედიცინის რეგულირების სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობისთვის 328 აფთიაქი დააჯარიმა. გასულ წელს კი ოქმების რაოდენობამ 390-ს გადააჭარბა. ამ ეტაპზე მედიცინის რეგულირების სააგენტო საქმეს 3 ფსიქოტროპული აფთიაქის წინააღმდეგ აწარმოებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები