გიგი უგულავასა და კაბელების
გაერთიანებული სარჩელის განხილვის გადადების შუამდგომლობა არ
დაკმაყოფილდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი წევრი ითხოვდა -
პლენუმის განხილვამდე თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის გუშინ
გაკეთებულ განცხადებას მოსამართლეების მიმართ ზეწოლასთან დაკავშირებით
შესაბამისი რეაგირება მოჰყოლოდა.
ხუთ საათიანი შესვენების შემდეგ
პლენუმის თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განმარტებები გააკეთა. მისი
განცხადებით, მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ სხდომა გაგრძელებულიყო.
განმარტება გააკეთა ასევე, მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა, რომელმაც
აღნიშნა, რომ მათი შუამდგომლობა არ უნდა იყოს აღქმული დროის
გაჭიანურებად. პლენუმმა სარჩელის განხილვა დაიწყო. სხდომის გადადების
მომხრეები იყვნენ მოსამართლეები ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ოთარ
სიჭინავა და მერაბ ტურავა.
სხდომის გადადების წინააღმდეგი
იყვნენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები, საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენელი სხდომის გადადების წინააღმდეგი არ ყოფილა.
უგულავა-კაბელების გაერთიანებული სარჩელი ეხება სისხლის სამართლის
კოდექსის 182-ე მუხლს, რომელიც გაფლანგვას გულისხმობს. ეს ორი საქმეც
სწორედ, გაფლანგვის ნაწილში გაერთიანდა.