კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გიორგი პაპუაშვილი - სასამართლო და პოლიტიკა

ვინ განიცდის ზეწოლას მართლმსაჯულებაში?- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის ზოგადი, ხმაურიან  განცხადებას პოლიტიკურ წრეებში განიხილავენ და კონკრეტიკისკენ მოუწოდებენ.

 

პაპუაშვილს შეხვედრა სთხოვა პრეზიდენტმა, მთავრობის ადმინისტრაციაში მიიწვია პრემიერმაც, მოწვევა მიიღო პროკურატურიდანაც თუმცა ჯერ არავინ იცის ვის მიპატიჟებას მიიღებს?


ზუსტად 17 საათია გიორგი პაპუაშვილს ელოდებიან მთავარ პროკურატურაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და მთავრობის კანცელარიაში.

პაპუაშვილი ზეწოლის ფაქტებზე ალაპარაკდა  კონსტიტუციის დაცვას ის ახლა სხვებისგანაც ითხოვს.

ზეწოლის ადრესატი მოსამართლეა კონკრეტული სახელისა და გვარის გარეშე, ზეწოლის მიზანი კი ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები  და კონკრეტული საქმეების გაჭიანურებაა.

ფაქტის შესახებ პირველმა მოსამართლემ ისე თქვა, რომ კოლეგების ნაწილი საქმის კურში არ ჩააყენა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს საზრუნავი დაემატა, ახლა მან მოსამართლეების ინფორმირებაც უნდა მოახდინოს მანამდე ვიდრე ბათუმიდან თბილისში ჩამოვა და უმაღლეს დონეზე მოთხოვნილ აუდიენციას გამართავს.

ტრადიცია არ ირღვევა  ხელისუფლებისგან განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია მათთვის სასამართლოზე ზეწოლა ცალსახაა.

მოსამართლეებზე ზეწოლამ საზოგადოების დაუცველობა გაზარდა ,  გიორგი პაპუაშვილის ხმაურიანმა განცხადებამ მესამე სექტორი ჩააფიქრა, არასამთავრობოები სწრაფი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

ფარული  თვალთვალი, ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართული  შევიწროება,  დაშანტაჟება,  პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის  შესაძლო გასაჯაროება,  შანტაჟის  ფორმები საჯაროა არც ის არის დამალული, რომ  ამბავი მაღალი ინტერესის მქონე საქმეს უკავშირდება 9-დან, რომელი მოსამართლეა  ზეწოლის ადრესატი ეს მკაცრად გასაიდუმლოვებულია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები