კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ბრძოლა სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ
სააფთიაქო  ნარკომანიასთან  ბრძოლას საქართველოს მთავრობა ახალი რეგულაციებით აგრძელებს.

სააფთიაქო  ნარკომანიასთან  ბრძოლას საქართველოს მთავრობა ახალი რეგულაციებით აგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტი ნარკოტიკული თრობის საშუალებას ექიმის დანიშნულების გარეშე გასცემს , მის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრეს- ამ საკითხე სპეციალურად შექმნილი ჯგუფი უკვე მუშაობს და კანონპროექტის ინიცირებას პარლამენტში უახლოეს მომავალში მოახდენს. გართულდება ფსიქოტროპული აფთიაქებისთვის ლიცენზიების მინიჭების საკითხიც.  სადამსჯელო პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად კი სპეციალისტები ახალი სისტემის დანერგვასაც ითხოვენ.

მაესტროს ექსკლუზივით დაწყებული ამბავი ისევ მაესტროს ეთერით გრძელდება.

თუ ფარმაცევტი,  ფსიქოტროპულ საშუალებას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გასცემს, შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. ეს ჯანდაცვის მინისტრმა მაესტროს ეთერით თქვა.

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების წინნაღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს მთავრობამ რამდენიმე მოდელი სცადა.

გაორმაგდა საჯარიმო სანქციებიც,  თუმცა პრობლემის სრულად რეგულაციაში მოქცევა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ნიკოლოზ მაღალდაძე-“ადამიანი,კანონი, თავისუფლებას“ აღმასრულებელი დირექტორი:  „რეალური პრობლემა ისაა, რომ ფარმაცევტი მედიკამენტს ყიდის ძვირად. დაჯარიმების შემდეგ იხდის სანქციას და  უკვე ახალი შპს-თი აგრძელებს იგივე საქმის კეთებას

სწორედ ამის გამო, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი და სპეციალურად შექნილი კომისია კანონის გამკაცრებას კიდევ რამდენიმე მიმართულებით გეგმავს.

სინქ;დიმიტრი ხუნდაძე ; (ფსიქოტროპულ აფთიაქებთან მიმართებში უნდა დაიხვეწოს და გამკაცრდეს ლიცენზიის მოპოვების პირობები, შესწავლილი იყოს დემოგრაფიული და გეოგრაფიული ვითარება. )

მკაცრი სადამსჯელო პოლიტიკა მოსწონთ ნარკოლოგებსაც, თუმცა ამის პარალელურად ნარკოდამოკიდებულებთან დაკავშირებით ახალი სისტემის ამუშავების აუცილებლობაზე  მიუთითებენ.

გელა ლეჟავა- ნარკოლოგი: „უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მისცემს საშუალებას წამალდამოკიდებულს, მიაკითხოს ექიმს, მიიღოს რეცეპტი და შეიძინოს საკუთარი დოზა ნორმალურ ფასად.

ეს უნდა იყოს მკურნალობის პროცესი. ეს სიტემა მოაქცევს იმ პირობებში, რომ ბევრი დოზის მიღების საშუალება არ აქვს, მაგრამ არ განიცდის იმ შიმშილს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ცუდი საქციელისკენ უბიძგებს. ნელ-ნელა კლება კი მისცემს საშუალკებას , რომ განიკურნოს“;

რამდენიმე წლის წინ , წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, რეცეპტს დაექვემდებარა იმ ტიპის ნივთირიება რომლებსაც  ახალგაზრდები ხშირად  ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ. კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ე.წ  ვინტის,ჯეფის და კრაკადილის მომხარებელთა რიცხი საგრძნობლად შეამცირა. თუმცა ამის ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები