კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თურქეთი დიქტატურისა და დემოკრატიის ზღვარზე
თურქეთი  დიქტატურისა  და დემოკრატიის  ზრავრზე, დაკავებულთა  და ეჭვმიტანილთა  რაოდენობამ უკვე  60ი ათას გადააჭარბა.

თურქეთი  დიქტატურისა  და დემოკრატიის  ზრავრზე, დაკავებულთა  და ეჭვმიტანილთა  რაოდენობამ უკვე  60ი ათას გადააჭარბა, საგანგებო რეჟიმი ქვეყანაში და ერდოღანი რომელიც  ახალ კანონებს ერთპიროვნულად იღებს.

ცნობილი თურქი იურისტი და უფლებადამცველი ორხან ქემალ ჯენგიზი ერთ-ერთია იმ 60 ათასს ადამიანს შორის, რომელიც თურქეთში გასულ კვირას დააკავეს.

სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა და ლეგიტიმური მთავრობის დამხობის მცდელობა- ასეთია ბრალდება. თუმცა  ჯენგიზის მეუღლე განსხვავებულ ვერსიასა და პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

სიბელ ჰურტასი; დაკავებულის მეუღლე; ჟურნალისტი:

„მე და ჩემი მეუღლე ძალის გამოყენებით დაგვაკავეს. მოგვიანებით მე გამათავისუფლეს. ჩემი ქმარი ოპოზიციური გამომცემლობა ზამანის იურისტია, რომელმაც ერდოღანის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოშიც შეიტანა. სწორედ ამ გარემოებას ვუკავშირებ მის დაკავებას. საგანაგებო მდგომარებას ერდოღანი საკუთარი მიზნებისთის იყენებს და ოპონენტების ჩამოშორებას ამბოხის მცდელობაში დადანაშაულებით ცდილობს“.

თურქეთის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პარლამენტის გვერდის ავლით, პირველ კანონს ხელი უკვე მოაწერა .ახალი რეგულაციის თანახმად, ბრალის წარდგენის გარეშე, წინასწარი პატიმრობის ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. პატიმრობა შეეხო თურქეთის პირველი პირის პირადი დაცვის 300-მდე წევრსაც.

ბინალი ილდირიმი; თურქეთის პრემიერ-მინისტრი:

„საფრთხე ჯერ კიდევ მაღალია. მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, რეადგან მათი უსაფრთხოება დაცულია, თუმცა ხელისუფლებას მოდუნების უფლება არ გვაქვს. დაკვებები კიდევ გაგრძელდება“.

რეჯიპ ტაიფ ერდოღანის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე თურქეთში  1 000-ზე მეტი კერძო სკოლა, 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელა, 19 პროფკავშირი, 1 300-მდე საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი დაიხურა. ყველა მათგანი გიულენის სახელთან იყო დაკავშირებული.

რეჯიპ ტაიპ ერდოღანი; თურქეთის პრეზიდენტი:

„მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ და გავუგზავნით თავდასხმის ამსახველ ვიდეო და  ფოტო მასალას. იმედია, ამის შემდეგ მაინც, თურქეთის ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტსა და ხელისუფლებად დიქტატორად ასე ადვილად აღარ მოიხსენიებენ“.

მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანმა ათასობით პირი საპყრობილეში გამოამწყვდია, ნაწილი მათგანი კი სამსახურებიდან დაითხოვა, მისი ოპონენტი და საქმის მთავარი ფიგურანტი ფეტჰულაჰ გიულენი კვლავ თავისუფალია.

ოფიციალური ვაშინგტონი ოფიციალურ ანკარას, გიულენის ექსტრადირებისთვის, უფრო მყარ მტკიცებულებებს სთხოვს.

ბარაქ ობამა; აშშ-ის პრეზიდენტი

„პრეზიდენტი ერდოღანი და თურქეთის ხელისუფლება გვარწმუნებს , რომ სამხედრო გადატრიალების უკან პენსილვანიის მკვიდრი ბატონი გიულენია. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ თანამშრომლობისთის მზად ვართ, უბრალოდ გიულენის ამბოხთან კავშირის დამადასტურებელ მტკიცებულებებს ვითხოვთ“.

ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა თურქეთის აქილევსის ქუსლი იყო. ამის გამო, ერდოღანს დასავლეთში ყოველთვის  მკაცრად აკრიტიკებდნენ. დღეს მასშტაბური დაკავებების ფონზე კი კრიტიკა განსაკუთრებით გამწვავდა. ამის საპასუხოდ, ოფიციალურ ანკარაში სიკვდილით დასჯის აღდგენაზე მსჯელობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები