ჯავახეთის 68 ა ნომერში
მცხოვრები მოსახლეობა სახელმწიფოს დახმარებას
სთხოვს.
აქ მცხოვრებ 40-მდე ოჯახს არ აქვს
გაზი. ხუთ სართულიან შენობაში წყალი მხოლოდ პირველ და მეორე
სართულამდე აღწევს.საერთოა საკანალიზაციო სისტემაც. მოსახლეობა
კომუნალური პრობლემების მოგვარებას ან მათი ალტერნატიული ფართით
დაკმაყოფილებას ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელი
დღე მზეა, ჯავახეთის 68- ში თეთრეული ბნელ დერეფანშია
გაფენილი.
ამ დერეფნის ბოლოს ცხოვრობს მაკა
ღაჭავა. 4 კვადრატულ მეტრ ფართობში 2 არასრწულწლოვან ძმის შვილს
ზრდის.
გაზთან ერთად, არ აქვს წყალი, და
ელექტროენერგია. ოთახში მხოლოდ ერთი ნათურაა და ისიც მეზობლისგანაა
ნათხოვარი.
სოციალურად დაუცველი ოჯახი,
ლტოლვილების საცხოვრებელს თავს მას შემდეგ აფარებს რაც კუთვნილი ბინა
გაუყიდეს. ბავშვებზე დედის გარდცვალების შემდეგ ბებია, ბებიის
გარდაცვალების შემდეგ კი უმუშევარი მამიდა ზრუნავს.
ვარკეთილში არსებულ ამ შენობაში
სოციალურად დაუცველ ოჯახთან ერთად დაახლოებით 40-მდე ლტოლვილი
ცხოვრობს. შენობა კერძო საკუთრებაა. 5 სართულიან შენობაში სველი
წერტილები საერთო აქვთ. აქ თითო სართულზე ერთი სველი წერტილია. წყალი
მხოლოდ პირველ და მეორე სართულზე მცხოვრებლებს აქვთ. მოსახლეობა
გვიყვება, რომ ზედა სართულებამდე ასასვლელად წყალს წნევა არ ყოფნის.
აქ მცხოვრებლებს არ აქვთ გაზიც.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების
სამინისტროს სამმართველოს უფროსი, ლევან სიგუა აცხადებს,
გაზიფიცირება, წყალი და კანალიზაცია თბილისის არსებულ ყველა ობიექტში
გაყვანილია. აღნიშნულ შენობაში კი სამინისტროს რაიმე სახის
სამუშაოების ჩატარების უფლება არ აქვს, რადგან შენობა კერძო
საკუთრებაა.
შენობაში მცხოვრები მოსახლეობა
პირობების გაუნჯობესებას ან საცხოვრებლად ალტერნატიულ ფართებში
გადაყვანას ითხოვს.