კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ოლიმპიელების ''სამოსელი პირველი''
შეიცვლება თუ არა ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა.

შეიცვლება თუ არა ქართველი ოლიმპიელების ჩაცმულობა. მოქალაქეებმა სპეციალური პეტიცია შექმნეს, რომელსაც უკვე 5 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს.

ოლიმპიადამდე 12 დღე რჩება - როგორ გამოიყურებოდნენ ოლიმპიელები და როგორ იცვლებოდა მათი ჩაცმულობა დღემდე.

ჯონ ტრავოლტა ამჯერად ქართველი ოლიმპიელების სააღლუმე ფორმამ დააბნია. დედა-შვილის - ნინო სალუქვაძის და ??? ის ერთდროლად მონაწილეობა თამაშებში ისტორიულია საქართველოსთვის და ოლიმპიური თამაშებითვისაც. თუმცა ფიცის დადების ცერემონია საზოგადოებას ალბათ მხოლოდ სპორტსმენების ჩაცმულობით დაამახსოვრდება.

თეთრი, წითელი და შავი, ტრადიციული ქართული სამოსის მიღმა მოქალაქეებმა აზიური ნაციონალური კოსტუმების დეტალები დაინახეს.

ოლიმპიელების ფორმა „სამოსელი პირველმა“ ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით დაამზადა. დღეს კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ  თანამედროვესა და ტრადიციულს შორის უპირატესობა ნაციონალურ ჩაცმულობას ერგო. განმარტების გაკეთება მოუწია „სამოსელი პირველსაც.“

განცხადება: „სამწუხაროა, რომ კომუნისტურმა ეპოქამ იმდენად დაგვაშორა მშობლიურ კულტურას, რომ ქართული უკვე უცხოდ გვეჩვენება. ეს სამოსი მოსასხამი წარმოადგენს საქართველოში გვიან შუასაუკუნეებში გავრცელებულ ქალის შესამოსელს. მისი სახელია ელეგი. იგი უმეტესად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.

ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემა გახდა, ზოგმა ფანტაზიას, ზოგმაც კრეატივს მისცა გასაქანი და საქმე იქამდეც მივიდა, რომ ოლიმპიელების მიმართ სოლიდარული თავად რიოს ქრისტეს ქანდაკებაც გახდა.

საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა დეტალმა მიიპყრო, ოლიმპიელ ქალბატონებს ხელში ქისა უჭირავთ. მისი დანიშნულება ჯერ უცნობია, თუმცა გულშემატკივრები ხუმრობით ამბობენ, რომ  ოლიმპიადის დასრულების შემდეგ სამშობლოში ოლიმპიურ მედლებს სწორედ ამ ქისებით ჩამოიტანენ.

ოლიმპიური თამაშების ისტორიას არაერთი უცნაური და სახალისო ფორმა ახსოვს. 1896 წლიდან დღემდე 54 ოლიმპიადა ჩატარდა.

წლების განმავლობაში იცვლებოდა მოდაც და შეხედულებებიც, შესაბამისად ჩაცმულობა უფრო თანამედროვე ხდებოდა და ტრადიციულ ელემენტებს კარგავდა.

ეროვნული ბიბლიოთეკის საცავი ერთ საინტერესო ფოტოს ინახავს,-1936 წლის ბერლინის ოლიმპიადაზე ქართველი ოლიმპიელი ქალბატონები .

ეს ბოლო ორი ოლიმპიადის ზაფხული-ზამთრის კოლექციაა. ყველაფერი ახალი, რომ კარგად დავიწყებული ძველია, დიზაინერებმა გაიხსენეს და ოლიმპიურ ჩაცმულობაში ეროვნული სამოსის დეტალები აღადგინეს.

2012 წლის ლონდონის და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ქართული დელეგაცია ეროვნული ელემენტებით შექმნილი სპორტული სამოსით წარსდგა. მაშინ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა. დღეს კი მოქალაქეები ფორმის შეცვლის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციას უკვე 2 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

ქართველ ოლიმპიელებს ოლიმპიადის გახსნაზე გამოსვლა არაერთი ცნობილი დიზაინერის მიერ შექმნილი ფორმების გვერდით მოუწევთ. 5 აგვისტომდე 12 დღე რჩება, ოლიმპიელების გამგზავრებამდე კიდევ უფრო ნაკლები, რამდენად მოესწრება სააღლუმე ფორმაში ცვლილებების შეტანა, უცნობია, ახლა ყურადღება არა სამოსზე, არამედ სპორტსმენების წარმატებულ გამოსვლაზე უნდა შევაჩეროთ. წელს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი 39 ლიცენზია აქვს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები