საქართველოს პრეზიდენტი გიორგი
მარგვლაშვილი ქვეყანაში შექმნილ „საშიში ტენდენციებზე“
ადეკვატური და აზრიანი პასუხის გასაცემად
პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრას
სთავაზობს. როგორც მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საშიშ ტენდენციებს, რომელიც პოლიტიკურ
ცხოვრებაში ჩნდება, სწრაფი, ადეკვატური პასუხი უნდა
გაეცეს. „დიდი ხანია, ვსაუბრობ იმის
თაობაზე, რომ კორცხელის შემთხვევა უნდა იყოს ადეკვატურად
პასუხგაცემული.
კორცხელის
შემთხვევა მისცემს გარკვეულ ტენდენციებს და ბიძგებს და ეს სინდრომი
განსაკუთრებით არჩევნების პროცესში, იქნება ძალიან რთული
ყველასთვის.
ჩვენ ძალიან ნათელი
პასუხი უნდა გავცეთ იმას, როდესაც ხდება პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს
შორის შეთანხმებული მოქმედება.
ხაზგასმით მინდა
ვთქვა, რომ პრემიერ-მინისტრი აბსოლუტურად არ არის ჩართული ამ
საქმეებში, მაგრამ ასევე, ჩნდება ტენდენციები უფრო დაბალ დონეზე რაღაც
კავშირების ჩამოყალიბების.
აქედან
გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ არჩევნების პროცესში გვქონდეს
სამართლებრივი, მშვიდი, დემოკრატიული პროცესი, იმისთვის, რომ დავიცვათ
არჩევნები, დავიცვათ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები,
გამოვთქვამ მზადყოფნას, რომ შევხვდე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის
თავმჯდომარეს, რომ ამ საშიშ ტენდენციებს, რომლებიც ჩნდება ჩვენ
პოლიტიკურ ცხოვრებაში, გავცეთ სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი“,
- განაცხადა პრეზიდენტმა.