ვინ არიან დეპუტატები, რომლებიც მერვე
მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით
მოხვდნენ, შემდეგ კი პოლიტიკური გემოვნება შეიცვალეს და ქართულ
ოცნებაში გადაინაცვლეს.
ვინ არიან ისინი და არის თუ არა პორტირებასთან
კავშირში მათი ბიზნეს ინტერესები.
ეს 2012 წელია - ეს კი
2016. გოდერძი ბუკია ორივე შემთხვევაში ხობის მაჟორიტარად
წარადგინეს. თუმცა 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 2016-ში კი
„ქართულმა ოცნებამ“.
პარტიული ცვლილების გარდა არ
შეცვლილა არც დაპირებები. მაშინაც და ახლაც, გოდერძი ბუკიას ინტერესის
სფერო დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტებია.
საერთაშორისო გამჭვირვალობის
კვლევის მიხედვით, გოდერძი ბუკია შპს „სისტემ ნეტში“ წილის მფლობელია
, თუმცა შემოსავლების გრაფაში მას ნული აქვს მითითებული. მსგავსად
გოგი ლიპარტელიანისა, რომელიც წილს შპს ტირიფონ ჰესში ფლობს,მისი
მეუღლის ნაზი ლიპარტელიანის სახელი კი, 15-ზე მეტ კომპანიას
უკავშირდება. გარდა ბიზნეს წილებისა გოგი ლიპარტელიანს, ისიც
გამოარჩევს, რომ ოთხი წლის წლის განმავლობაში ტრიბუნასთან
ერთხელაც არ მისულა. ლენტეხის მაჟორიტარს პარტიული წარსული ბევრჯერ
შეახსენეს.
„ნაციონალური მოძრაობიდან“
დამოუკიდებელ მაჟორიტარებად და „ ქართული ოცნების მხარდამჭერებად
პორტირებული დეპუტატების უმრავლესობა ბიზნეს წილის
მფლობელია.
მათ სიაშია მაგალითად გოჩა
ენუქიძეც, რომლის შემოსავალი 4,5 მილიონი ლარია.
200 ათასით მეტია მასზე, პე -ეს-
პეს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის შემოსავალი.
ფრაქცია „დამოუკიდებელი
მაჟორიტარების“ თავმჯდომარე, საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე განცხადებას
აგვისტოს დასაწყისში გააკეთებს.
გაცილებით დაბალია
„ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ყოფილი წევრების - მარიკა ვერულაშვილის,
სერგო ხაბულიანის, იაშა შერვაშიძის მაჟორიტარობის შანსები. თუმცა კახი
კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა კანდიდატს პოლიტიკური
წარსულის მიუხედავად განიხილავს.
ქართული ოცნება მაჟორიტაების
წარდგენას ყოველდღიურად განაგრძობს და სავარაუდოდ ოცნების რიგებში
„პორტირებულების“ რიცხვი გაიზრდება. არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლებია
დარჩენილი.