რისი დამადასტურებელი საბუთი მოსთხოვა
დეპუტატმა სევდია უგრეხელიძემ მოქალაქეს-დაპირისპირების გამო დოლიძის
ქუჩაზე ამორჩეველთან შეხვედრა ჩაიშალა.
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით
დააკავეს ერთი პირი. აკაკი
ხაფავა ბრალს არ აღიარებს და აპირებს მორალური შეურაცხყოფის
გამო სევდია უგრეხელიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს. თმენის
ვალდებულება წინასაარჩევნოდ.
დაპირისპირება ამომრჩეველსა და ნაციონალური
მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს შორის.
წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სევდია უგრეხელიძეს მოქალაქემ
პასუხი მოსთხოვა კითხვაზე როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“
ადამიანის უფლებების დაცვას.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ადგილზე
საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ურთიერთბრალდებების
შესახებ დღეს, სასამართლომაც იმსჯელა.
დაპირისპირება ამომრჩეველსა და
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ადამიანის უფლებების
შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა.
დოლიძის ქუჩის მაცხოვრებელმა
აკაკი ხაფავამ სევდია უგრეხელიძეს ამ საკითხზე პარტიის ხედვის
წარმოდგენა მოსთხოვა.
აკაკი ხაფავა სევდია უგრეხელიძეს შეურაცხყოფაში
ადანაშაულებს და მორალური ზიანის მიყენებისთვის სარჩელის შეტანას
გეგმავს.
საპასუხო ბრალდება აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სევდია უგრეხელიძეს. ოპოზიციური
პარტიის წარმომადგენელი დღეს, პოლიციის მოქმედებასაც აკრიტიკებს და
ამბობს, რომ თუ ამომრჩეველთან შეხვედრის დროს მსგავსი ფაქტები
განმეორდა, ეს წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას
ხელს შეუშლის.
ინციდენტის შესახებ საქმის
წარმოება ადმინისტრაციული წესით დაიწყო, თუმცა დღეს პირველივე
სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლემ მიზეზად არასაკმარისი
მტკიცებულებები დაასახელა.
საქმის განსახილველად სასამართლო
31 აგვისტოს კიდევ ერთხელ შეიკრიბება.