პაატა ბურჭულაძის წევრების
დაკავების ფაქტს პარტიაში პოლიტიკურ დევნად აფასებენ - პოლიცია
პოლიტიკური მოძრაობის თემქის ოფისთან წუხელ მივიდა.
აქტივი ამბობს, რომ მათ ახსნა-განმარტების
გარეშე ჩხრეკდნენ. განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინიტრომ -
გამოძიება დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და
წვრილმან ხულიგნობას ედავება.
პაატა ბურჭულაძის პარტიის ორივე
წარმომადგენელი სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე
გაათავისუფლა.
ბრალდების მხარის, შინაგან
საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებმა ალკოტესტის გავლის
შემდეგ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და
პოლიციელების მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ
მოთხოვნას.
თავის მხრივ ბრალდებულებმა
სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დადეს
ბრალი.
გუშინ ღამით მომხდარ ინცინდენტთან
დაკავშირებით დღეს პარტიაში სპეციალური ბრიფინგიც ჩაატარეს.
პოლიტიკური მოძრაობის, თემქის ოფისის თანამშროლებს, მთელი დღის
განმავლობაში უთვალთვალებდნენ და ოფისიდან გასულ პირებს
ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ.
სასამართლო პროცესზე,
სამართალდამცველებმა წარმოადგინეს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს
დაკავების პროცესი, თუმცა კადრებში არ ჩანს რა ხდებოდა უშუალოდ
დაკავების მომენტამდე. ამიტომ მოსამართლემ
მტკიცებულებების სიმცირის გამო, სასამართლო პროცესი, ორი დღით გადადო
და 27 ივლისს, გადაიტანა. საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის
მუხლით მიმდინარეობს.