"ეს ფაქტი არის შემაშფოთებელი,
რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების
დაცულობაზე",-
სახელმწიფოს და მისი ინსტიტუტების
დაცულობაზე
ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი
პირი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის რეზონანსულ განცხადებას,
რომელიც მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლას უკავშირდება. გიორგი
მარგველაშვილი ფაქტს საშიშ ტენდენციად აფასებს და სასწრაფო რეაგირების
აუცილებლობაზე საუბრობს.
რომელ მოსამართლეზე განხორციელდა
ზეწოლა ამ დრომდე არ ხმაურდება. გიორგი პაპუაშვილმა
დეტალებზე პრეზიდენტთან ისაუბრა, თუმცა მედიასთან ჯერ არა.
პრეზიდენტის შეთავაზებას უკვე
უპასუხა ორივე ადრესატმა. პრემიერ-მინისტრიც და პარლამენტის სპიკერიც
მზად არიან პრეზიდენტთან შესახვედრად და პაპუაშვილის გახმაურებულ
განცხადებაზე სასაუბროდ.
პაპუაშვილის განცხადებაში
პოლიტიკური სპეკულაციის ნიშნებს ხედავს ვიცე-პრემიერი კახი
კალაძე.
დღის ბოლოს საკონსტიტუციო
სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მესამე სექტორში მიაჩნიათ,
რომ მსგავსი ბრალდებები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს.
გიორგი პაპუაშვილმა საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლეებზე სავარაუდო ზეწოლაზე განცხადება გასულ
კვირაში გააკეთა.