კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პრეზიდენტის განცხადებას რეაგირება მოჰყვა
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს  თანაგრძნობა  გამოუცხადა -ასე ხსნიან ხელისუფლებაში გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებას.

სამთავრობო გუნდი პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს, ოპოზიცია კი, მიიჩნევს, რომ მთავრობა პრეზიდენტის როლის დაკნინებას ცდილობს. პრეზიდენტის განცხადება  მისი ოჯახის წევრზე სამართლადამცავების მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა.

საქმე მთავარმა პროკურატურამ  სამართალამდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე აღძრა.

ცნობილია, რომ პროკურატურიდან პრეზიდენტს არანაირი ცნობა ამ დრომდე არ მოუვიდა. ამიტომ, დაიკითხება თუ არა საქმის გამოძიების პროცესში პრეზიდენტი- ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ჯერ არ არსებობს.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ  ის, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენებაც.

ეს დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა თქვა. ეკა მიშველაძემ ასევე განმარტა, ის  თუ რატომ მიმართა ქვეყნის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს მისი ოჯახის წევრთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე.

როგორც სპიკერი ამბობს, მარგველაშვილს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში, მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესაც  უპასუხეს.

პრეზიდენტის განცხადებებს ოპოზიციის წარმომადგენლები  საგანგაშოს უწოდებენ  და აღნიშნავენ, რომ ამ საქმეზე პროკურატურა ობიექტურ საგამოძიებო მოქმედებებს არ ჩაატარებს.

ტრადიციულად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრები.  უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით  დაპირისპირება  მოჰყვა მარგველაშვილსა და ქართულ ოცნებას შორის.

სკანდალური განცხადებით გამოირჩეოდა მანანა კობახიძე. პრეზიდენტიც, პრემიერიც და ვიცე-სპიკერიც დილით ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ თუმცა კობახიძესა და მარველაშვილს შორის კონტაქტი არ შედგა.

ვიცე-სპიკერმა ამის მიზეზად დაასახელა იმ ღონისძიების ფორმატი, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ, პრეზიდენტის განცხადების საფუძველზე  გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნუალი, გიორგი მარგველაშვილის სიძის - მინდია გოგოჭურის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტზე საქმე  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებით აღიძრა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები