ოპერის თეატრის ინფორმაციით,
განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა ოპერის თეატრის დირექტორმა
ალექსანდრე მოწონელიძემ.
მასთან ერთად თეატრიდან წავიდა
იურისტი კახა ასლანიშვილი.
ოპერის დასის აპლოდისმენტები
მიხეილ გიორგაძის გადაწყვეტილებას მოჰყვა. კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილს
სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მენეჯმენტი დაუწუნა და საკუთარი ნებით
თანამდებობის დატოვება შესთავაზა.
მინისტრის შემდეგ დავით
კინწურაშვილი პოსტის დატოვების ნაცვლად თანამდებობას თეატრის
სამხატვრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკა გელაშვილს ატოვებინებს.
თანამდებობა ტოვებს ასევე თეატრის დირექტორი ალექსანდრე მოწონელიძეც.
თავად კინწურაშვილი კი საკუთარი ნებით თანამდებობის დატოვებას არ
გეგმავს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის
170-მდე წევრი დავით კინწურაშვილს არაპროფესიონალიზმში და ფინანსების
არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ისინი აქციას კულტურის
სამინისტროსთან 2 დღეა მართავენ და პროკურატურას კინწურაშვილის
საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.
თუ დავით კინწურაშვილი დღის
ბოლომდე თანამდებობას საკუთარი ნებით არ დატოვებს,
თანამდებობიდან მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტრო გადააყენებს.