არჩილ გეგეშიძე გამოჩნდა-
დიპლომატი დიპლომატიურ საქმიანობას ისევ შტატებში
გააგრძელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ
ჯანელიძემ განუცხადა, რომ გეგეშიძესთან დაკავშირებით თემატურად ყველა
საკითხი ამოწურულია. გეგეშიძე კი მისი განცხადებებისადმი ინტერესს
ისტერიკამდე მისულს უწოდებს.
სკანდალური ინტერვიუს შემდეგ
ამერიკაში საქართველოს ელჩი დღეს ამბასადორიალზე ისევ ელჩის
რანგში გამოჩნდა. დიოპლომატს უკვირს, რატომ მოჰყვა ასეთი რეზონანსი
განცხადებას, იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი
პირები არიან
ქვეყნის მმართველ ძალაში არეაერთი
პოლიტიკოსია, რომელიც პრორუსულ ძალას მხარს აშკარად უჭერს, ეს ფრაზა
ელჩმა 27 მაისს, ნეგტაზეთის ბლოგერთან ინტერვიუს დროს თქვა. დღეს კი
მეორე მცდელობა გაგვერკვია, რას ფიქრობს ახლა გეგეშიძე და შეცვალა თუ
არა ჟურნალისტმა მისი ციტაატა, ასე დასრულდა;
ამერიკის შეერთვბეული შტატებში
საქართველოს ელჩი 6 ივლისს ამერიკის სახელწმიფორ მდივნის ვიზიტის დროს
არ გამ0ჩენილა, მაშინ საგარეო უწყებამ მისი განცხადებების შესწავლა
დაიწყო და ასე დაასრულა.
ფაქტია, რომ ვარსებობთ და რომ არა
[გეორგიევსკის] ტრაქტატი, სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბები და
თმები გვექნებოდა. ესეც ციტატაა ინტერვიუდან, რომლის გამოც არჩილ
გეგეშიძემ კრიტიკა არა ხმოლოდ ოპოციზიისგან და არასამთავრობოებიდან,
არამედ პრეზიდენტისგანაც დაიმსახურა.