როლანდ ახალაია მანდატის გარეშე
რჩება.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი
თვით ადრე, ზუგდიდი შესაძლოა მაჟორიტარი დეპუტატის გარეშე
დარჩეს.
სამეგრელო -ზემო სვანეთის ყოფილ
პროკურორსა და მოქმედ დეპუტატს, უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი
განაჩენი გამოუტანა, რაც იმას ნიშნავს რომ როლანდ ახალაიას დეპუტატის
მანდატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ზუგდიდში ახალაიების საცხოვრებელი
დაკეტილია. ყოფილი მაღალჩინოსნების სახლში, როგორც მეზობლები
ამბობენ ხანდახან ნათესავი მიდის.
ძმები ახალაიებიდან ერთი ციხეშია
მეორე საბერძნეთში- უფროსი ახალაია კი სვარაუდოდ თურქეთში
იმყოფება .
საქმე რის გამოც როლანდ ახალაის
დეპუტატის მანდატი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა 2009 წელს, მისი
სამეგრელო- ზემო სვანეთის პროკურორობის პერიოდს ეხება.
გამოძიება აცხადებდა, რომ
როლანდ ახალიამ პატიმრებს თავისუფლების სანაცვლოდ
საპროცესო შეთანხმების სახით, 210 000 ლარი
შპს სანის ანაგრიშზე გადაარიცხინა. თანხა კომერციული
მიზნებისთვის გაიხარჯა.
საქმე ახალაიმ ორ ინსტანციაში
მოიგო. თუმცა უზენაესმა სასამრთლომ ის, სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების მუხლით გაამტყუნა.
ახალიას 30 000 ლარის
ჯარიმა დაეკისრა და 2 წლითა და 3 თვის ვადით საჯარო
სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა. პროკურატურისთვის
განაჩენი მსუბუქი - ადვოკატისთვის კი პოლიტიკურად
მოტივირებულია.
პარლამენტი როლანდ ახალაიასთვის
სადეპუტატო მანდატის ვადაზე ადრე შეწყვეტის პროცედურებს 15 დღეში
დაიწყებს, საბოლოო გადაწყვწეტილებას კანონდებლები საშემოდგომო
სესიაზე მიიღებენ.
როლანდ ახალაიას ადვოკატი საქმის
სტრასბურგში გასაჩივრებას გეგმავს.