კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
''რესპუბლიკელი'' მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

თინა ხიდაშელმა პრემიერს მიმართა, მიიღოს გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

მინიტრი, პოსტს სავარაუდოდ პირველი აგვისტოდან დატოვებს.

დღეს  თინა  ხიდაშელსა  და ჟურნალისტებს შორის  კონტაქტი ვერ შედგა. მინისტრის გარეშე გაიმართა მთავრობის სხდომაც.

ადმინისტრაციაში არც  პაატა ზაქარეიშვილი გამოჩენილა, ვრცელდება ცნობა, რომ პრემიერსა და  ხიდაშელის შემცვლელს შორის  მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით,  ქალბატონი მინისტრის შემცვლელი ისევ ქალი იქნება.

დაახლოებით 1 საათის წინ თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ თინა ხიდაშელმა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პრემიერ მინისტრს, უკვე მიმართა.

განცხადება,  რომელსაც უწყება ავრცელებს ძალიან მოკლე და ნაკლებად ინფორმაციულია. ერთადერთი რაც ირკვევა არის ის, რომ ხიდაშელი თანამდებობას ოფიციალურად პირველ აგვისტოს დატოვებს.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ რესპუბლიკელი მინისტრები, აპირებდნენ კვირიკაშვილის  კაბინეტის დატოვებას, საკმაოდ ბევრი ვერსია გავრცელდა თინა ხიდაშელის შემცვლელთან დაკავშირებით.

შესაძლო კანდიდატებად კი პირველად ირაკლი სესიაშვილი სახელდებოდა. მოგვიანებით იყო საუბარი კობა კობალაძეზეც. ბოლო ცნობებით, კი ხიდაშელის შემცვლელი შესაძლოა თეონა აქუბარდია გახდეს, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეა. ჩვენ  მასთან ინფორმაციის გადამოწმებას შევეცადეთ, თუმცა კონტაქტი არ შედგა.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელზეც ბოლო დღეებში საუბარი გააქტიურდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილე დავით ზალკალიანია. მას ჩვენ დღეს კითხვა დავუსვით თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

რესპუბლიკურ პარტიაში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელის მსგავსად მინისტრთა კაბინეტს მალე დატოვებს კიდევ ერთი რესპუბლიკელი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი.

განცხადება სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ჯერ არ გაუვრცელებია.

დღეს, მთავრობის სხდომაზე არც ზაქარეიშვილი გამოჩენილა და არც ხიდაშელი.

სავარაუდოდ გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებს შეეხებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია მედიასთან არავის დაუდასტურებია.

თითქმის ყველა მინისტრი გუშინ მთავრობის კანცელარიის მე-11 სართულზე პრემიერ მინისტრს შეხვდა.

მედია დეტალების დაზუსტებას ცდილობდა თუმცა კანცელარია ყველამ კომენტარის გარეშე დატოვა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები