საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა
მცხეთა მთიანეთის რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდადატები
წარადგინა.
მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ისე დეპუტატი
დიმიტრი ხუნდაძე იქნება, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის
გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი კი - ჩვენ დეპუტატი ზაქარია
ქუცნაშვილი.
„მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული
ოცნება“ წარმოგიდგენთ დიმიტრი ხუნდაძეს. ბატონი დიმიტრი გახლავთ
პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი
და გამორჩეული დეპუტატი. იგი გახლავთ არაერთი საკანონმდებლო
ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ,
რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი
გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში. მინდა გითხრათ, რომ გაერთიანდა
დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქები და გაერთიანებული
ოლქის მაჟორიტარად ჩვენ ვასახელებთ გამოცდილ პარლამენტარს, მთის
კანონის თანაავტორს, ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს. არც მას სჭირდება
განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი
პატრიოტია და, დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ მის ყურადღებას“, -
აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას გიორგი
კვირიკაშვილმა.
პრემიერმა განცხადებით, ვინაიდან
გაერთიანდა სამი რაიონი, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და
დუშეთის რაიონებს ეყოლებათ წარმომადგენლობა უკვე პროპორციულ
საპარლამენტი სიაში, რათა მოსახლეობის ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი
საქართველოს პარლამენტში.