მალე ქართულ ბაზარზე ჰაერის
გამწმენდი ინოვაციური სისტემა გამოჩნდება.
გამოგონება, რომელმაც ქართველ
ტყუპ ძმას საერთაშორისო წარმატება მოუტანა, გაზის გაჟონვის
შესახებ მომხმარებელს წინასწარ სმს-შეტყობინებას გაუგზავნის. დემეტრე
და გიორგი კაჭკაჭიშვილები ნახევარი წლის ნამუშევრის დაპატენტებას
აპირებენ.
სახაზავით, ორი ნათურით და
რამდენიმე სადენით ნახევარი წლის წინ ტყუპი ძმა დიდი მიზნის
განხორციელებას შეუდგა.
ხელსაწყო, რომელიც ჰაერში
გაზის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს და
მომხმარებელს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ სმს-შეტყობინებას
უგზავნის, ერთადერთია და მისი გამომგონებლები 15 წლის დემეტრე და
გიორგი კაჭკაჭიშვილები არიან. ეისიესმა იგივე ჰაერის გამწმენდმა
სისტემამ ძმებს ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო
ოლიმპიადაზე გამარჯვება მოუტანა.
კაჭკაჭიშვილებისთვის მთავარი
ინსპირაცია გაზის გაჟონვის გახშირებული შემთხვევები და მასთან
დაკავშირებული პრობლემები იყო. მათი თქმით, ქვეყანაში არ
არსებობს ხელსაწყო, რომელიც ამ პრობლემის აღმოფხვრაზე, მომხმარებლის
დროულად ინფორმირებაზე და გაზის მიწოდების ავტომატურად
შეწყვეტაზე იმუშავებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მუდმივი
მობილიზება სისტემის მთავარი დანიშნულებაა.
ჰაერის გამწმენდი სისტემა ძმების
თქმით, ჯერ კიდევ დასახვეწი და გასამართია. მათი სამომავლო გეგმები
ხელსაწყოს უკაბელო სისტემაზე გადასვლას და სმს-შეტყობინების
მომსახურების გაუმჯებესებას უკავშირდება. ნორჩი გამომგონებლები
უცხოელი ბიზნესმენების მიერ შემოთავაზებულ დაპატენტებაზე უარს ამბობენ
და ბაზარზე პროდუქტის საქართველოს სახელით გატანას
აპირებენ.
ტყუპი ძმა ოცნების განხორციელებას
"იუჯი ლიმესის” რობოტექნიკისა და ელექტრონიკის სკოლას
უკავშირებენ. აკადემიაში ნორჩ გამომგონებლებს მალე დიდ წარმატებას
უწინასწარმეტყველებენ.