სიახლეები
„სახელმწიფო ხალხისათვის“ საგანგებო განცხადება
პაატა ბურჭულაძის
პარტიაში, ფონდ იავნანას მისამართით გამოთქმულ
ბრალდებებს პასუხობენ,
პარტიის ლიდერის
პაატა ბურჭულაძის განცხადება მედიას მისმა მრჩეველმა დავით ჯანდიერმა
გააცნო.
ჯანდიერის
განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია იძულებულია
ცილისმწამებებსა და ცრუ ბრალდებებზე, რასაც ხელისუფლება მათ მიმართ
მიზანმიმართულად ახორციელებს, საზოგადოების წინაშე განმარტებები
გააკეთოს.
„სამარცხვინო
კამპანიის მცდელობები, რომელთაც მათთვის საჭირო რეზონანსი ვერ მოყვა,
ამჟამად, ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის ფონდ „იავნანას“
მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმებით
შეცვალეს. ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს, წინა
ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება,
კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის
ის, რომ არასდროს, არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ
და არც ვიქნები.
ყველას გასაგონად
ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში
სიკეთისთვის გაერთიანებული დისკრედიტაციის, ჩვენი პოლიტიკური
მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად“, -
ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.
ჯანდიერის თქმით,
სამარცხვინოა, პაატა ბურჭულაძეს დააბრალო, რომ ბავშვებისა და
სტუდენტებისთვის განკუთვნილი თანხა „ჯიბეში ჩაიდო“.
„სამარცხვინოა,
დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს
ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას
დააბრალებს. დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს და მის
შემსრულებელს, „იავნანას“ ფონდისთვის არც ერთი თეთრი არ შეუწირავს“, -
აღნიშნულია ბურჭულაძის განცხადებაში.