კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ინციდენტი ბათუმში

პროკურატურა შსს და ომბუდსმენის აპარატი სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის საქმეს იკვლევს.

ოჯახი აცხადებს, რომ  23 წლის ირაკლი ქაჯაია სამართალდამცველებმა 26 ივლისს, კლუბიდან გამოსული დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. რის გამოც ჩამტვრეული აქვს ნეკნი.

ქაჯაია წინასწარი დაკავების იზოლატორშია და მის დაზიანებებს სახალხო დამცველის წარმომადგენელიც ადასტურებს.

ბათუმის საქალაქო  სასამართლომ ირაკლი ქაჯიას შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე დააკმაყოფილა  და პატიმრობიდან ხელწერილის საფუძველზე 4 დღით გაათავისუფლა.

31 ივლისს, კი მას ადმინისტრაციული სანქციის სახით 7 დღიანი  პატიმრობა შეუფარდა.

ნინო დუმბაძემ შვილის მაისურზე სისხლის ლაქები პოლიციაში გადაყვანის შემდეგ აღმოაჩინა. ამბობს, რომ დაკავებამდე ირაკლი ქაჯაიას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა. 26 ივლისს, ის  ერთ-ერთი ღამის კლუბიდან გამოსული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პოლიციის მეექვსე განყოფილების თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ირაკლი ქაჯაიას  სხეულზე  ფიზიკური დაზიანებების კვალს რეფერალური საავადმყოფოშიც ადასტურებენ.

ირაკლი ქაჯაიას ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს. ადვოკატი, გამოძიების დასრულებამდე მე-6 განყოფილების ხელმძღვანელი პირებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები