კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
აუდიტის ბრძანება რეკლამის შესყიდვაზე

17 პოლიტიკური პარტია გენერალური აუდიტორის ბრძანების გაუქმებას მოითხოვს.

ახალი რეგულაცია, რომელიც პოლიტიკური რეკლამის შესყიდვის წესს არეგულირებს, ოპოზიციის შეფასებით-კანონდებლობას ეწინააღმდეგება. დამატებითი ბარიერია და წინასაარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის. არ არის გამორიცხული საქმე სასამართლომდეც მივიდეს.

არჩევნებამდე 4 თვით ადრე ყველა პოლიტიკური პარტია ახალი რეალობის წინაშე დადგა.  ფასიანი რეკლამის შესყიდვის პროცესში,  დამკვეთის და შემსრულებლის ურთიერთობას აუდიტის სამსახური დაარეგულირებს.

პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით - ეს ლაშა თორდიას უწყების 5 მაისით დათარიღებული ბრძანებაა.

კითხვებზე საპასუხოდ საგანგებოდ დანიშნულ შეხევედრაზე პოლიტიკოსებმა მთავარი აუდიტორიც მიიწვიეს, თუმცა ლაშა თორდია  არც ოპოზიციასთან გამოჩნდა და არც მედიასთან. ბრალდებებს მონიტორინგის სამსახურის უფროსმა უპასუხა.

ეს არგუმენტები საპარლამენტო ოპოზიციისთვის არასაკმარისია. ამბობენ, რომ თორდიას გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ მიზანს ემსახურება.

ოპონენტებისგან განსხვავებით, ამ ბრძანებით  ქართული ოცნებისთვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემო არ ირღვევა.

იმ შემთხვევაში თუ კონსულტაციების შედეგად აუდიტის ბრძანება არ გაუქმდება, 17 პოლიტიკური პარტია დავას სამართლებრივი გზით გააგრძელებს.

პარტიები სარჩელს სასამართლოში  კვირის ბოლომდე შეიტანენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები