ვინ დაიწუნა ნიკო ლეკიშვილი.
თბილისის ყოფილი მერი პოლიტიკურ გეგმებზე უარს ამბობს. მიზეზი-
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პოზიციაა.
ლეკიშვილის ინფორმაციით, მის
კანდიდატურას მმართველი გუნდიდან ახლობელი ადამიანები
შეეწინააღმდეგნენ.
ბიძინა ივანიშვილისადმი
პატივისცემა და გიორგი კვირიკაშვილსადმი კეთილგანწყობა
სწორედ ამ მიზეზებმა გადაკვეთა ნიკო ლეკიშვილისა და
„ქართული ოცნების“ გზები.
თანაგუნდელებს ლეკიშვილის
კანდიდატურა, თავად პრემიერ -მინისტრმა წარუდგინა
და გადაწყდა, რომ თბილისის ყოფილი მერი მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პოლიტიკური
ძალის სახელით დიდუბის მე-15 ოლქში
იბრძოლებდა.
პრემიერის ნდობის
მიუხედავად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობამ ლეკიშვილის კანდიდატურა
დაიწუნა. ასევე ლეკიშვილი, როგორც „ქართული ოცნების“
წევრი წინასაარჩევნო მარათონს გამოეთიშა, მან
„მაესტროსთან“ საუბრის დროს წყენა არ დამალა და ღიად
თქვა, რომ მის წინააღმდეგ მისივე
ახლობელი ადამიანები წავიდნენ
რა ნიშნით
დაიწუნა პოლიტსაბჭოს შემადგენლობამ
ლეკიშვილი? კრიტერიუმები, ქართული ოცნების
ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ არ დაასახელა, მაგრამ
აღიარა, რომ ლეკიშვილის პროფესიონალიზმის
მიუხედავად ნდობა სხვა სუბიექტებმა
დაიმსახურეს,
საზოგადოებას ახსოვს,
რომ ნიკო ლეკიშვილი 1995-98 წლებში იყო
სახელმწიფო მინისტრი. მანამდე მას
თბილისის მერის თანამდებობა
ეკავა.
ასვეე 1993-95
წლებში იყო იმჟამინდელი პრემიერ -მინისტრის
მოადგილე, ლეკიშვილი საკანონმდებლო საქმიანობასაც ეწეოდა,
იგი რამდენიმე მოწვევის პარლამენტარია,
აქტიური პოლიტიკური საქმიანობა მან
2008 წელს დაასრულა, დღეს უკვე აცხადებს, რომ
პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება.