კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ტურიზმის ივლისის თვის მონაცემები
2016 წლის ივლისის თვის მონაცემებით, საქართველოს 764,022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია,
რაც 26,124-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +3.5%)-ია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 390,234 შეადგინა, რაც 53,368-ით მეტია 2015 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%).
”პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ივლისში გამოირჩნენ: გერმანია +18%, ლიტვა +17%, საბერძნეთი +14% და გაერთიანებული სამეფო +12%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +575%, სირია +453%, ინდოეთი +368%, ეგვიპტე +263% და საუდის არაბეთი +112%”-აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და 2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 1.94 მილიარდი დოლარი (ზრდა +8.3), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7), რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.
2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%.



Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები