თაღლითური სწავლბა
ავტოსკოლებში - ინფორმაციას საქართველოს
ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს.
ასოციიაციაში მიჩნევენ, რომ
ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მთავრი
მიზეზი ის მახინჯი
საგანმანათლებლო სისტემააა, სადაც მომავალი მძღოლები განათლებას
იღებენ.
დავით მესხიშვილის განცხადებით,
ავტოშემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რეფორმა განათლების
სისტემიდან უნდა დაიწყოს.
როგორც მესხიშვილმა
პრესკონფერენციაზე განმარტა,ასოციაცია ავტოსკოლების ლიცენზირებას
იმიტომ მოითხოვს, რადგან საჭიროა სასწავლო-მატერიალური ბაზის
არსებობა.
„სასწავლო-სატრანსპორტო საშუალებები
უნდა იყოს აღჭურვილი და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლთა
მოსამზადებელი სასწავლო გეგმა უნდა არსებობდეს. დღეს, სწავლა
მიმდინარეობს ისე, რომ ერთიანი სასწავლო პროგრამა არ არსებობს
მომავალი მძღოლის მოსამზადებლად. სისტემა არის მთლიანად უკონტროლო.
ვინ რას ასწავლის გაუგებარია. თავისი შეხედულებების მიხედვით
ასწავლის. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში არიან ისეთი ინსტრუქტორები,
რომლებსაც თავადაც არ აქვთ მართვის მოწმობა და ვერ ფლობენ მძღოლის
უნარებს. ავტოსკოლების ლიცენზიები უკონტროლოდ გაიცემა და მათში
თაღლითური სწავლება მიმდინარეობს “,-აღნიშნა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, გადასახედია
განათლების სამინისტროს სასწავლო სისტემაც.
„თუ როგორ ხდება მანდატურების
მხრიდან სწავლება, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მანდატურები
ვერ ფლობენ იმ კვალიფიკაციას, რომელიც საჭიროა, მოსწავლეებისთვის იმ
განათლების მისაცემად, რაც შემდგომ მძღოლს დასჭირდება. ამიტომ,
ავტოშემთხვევების რაოდენობის შესამცირებლად, რეფორმა განათლების
სისტემიდან უნდა დაიწყოს",- აღნიშნა მესხიშვილმა.