კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ქეთევან ციხელაშვილის განცხადება
ჩვენ გავაგრძელებთ შერიგების პოლიტიკას აფხაზებთან და ოსებთან.

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნულმა მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი მიზანი ერთმანეთისგან დაშორებული საზოგადოებების დაახლოებაა.

მინისტრი აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებას მშვიდობიანი დიალოგის პოლიტიკაში ხედავს .
”ჩემთვის ამ თანამდებობაზე დანიშვნა არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ ვარ ახალი, უფრო მაღალია პასუხისმგებლობა. ჩვენ მონიშნული გვაქვს ჩვენი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ამ პოლიტიკის მთავარი ხაზი არის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია შერიგებისკენ. დღეს ჩვენ, აფხაზებს, ოსებს, ბევრი რამ გვაშორიშორებს, მათ შორის მავთულხლართები, ასევე ის ტკივილი რაც გამოვიარეთ კონფლიქტის დროს. თუმცა, ბევრი რამ გვაერთიანებს, რასაც ვერც მავთულხლართები ვერ გახლეჩს. ეს არის იგივე წარსული, ასევე კარგი გამოცდილება და ალბათ ტკივილი, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსენებდეს, რომ აღარ უნდა წამოვეგოთ არც სხვის პროვოკაციას და არც ჩვენ უნდა დავუშვათ შეცდომები”, - განაცხადა ციხელაშვილმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები