პეტრე ჩაიკოვსკის 10 ნომერში
მდებარე სახლი უკვე 2 საუკუნისაა.
წლების განმავლობაში
საცხოვრებლის რეაბილიტაციის მოლოდინში მყოფი 16 ოჯახიდან, აქ
დღეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი. გამგეობის გამოყოფილი 300
ლარით, მათ ალტერნატიული საცხოვრებლების მოძიება უჭირთ.
6 წლის წინ დანგრეული მუსიკალური
სასწავლებელი, ძმები ზუბალაშვილების 42 ნომერში, დღეს,
ნაგავსაყრელად გამოიყენება. ამ ადგილს, წლებია პატრონი არ
ჰყავს, ტერიტორიით, არც ინვესტორები ინტერესდებიან.
„თავისუფალი დემოკრატების“
წევრმა, მთაწმინდის გამგეობას, მოსახლეობის სურვილით მიმართა.
თამარ ამაშუკელი მიიჩნევს, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე
კულტურული ძეგლები, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია და
თბილისის მერია ვალდებულია მათ მიხედოს.
მთაწმინდის გამგეობაში ამბობენ,
რომ ძველ თბილისში მდებარე ავარიული სახლების სიმრავლის გამო, უჭირთ
ყველას ერთდროულად მიხედონ. მოსახლეობას 90%იანი
თანადაფინანსებით სახლების რესტავრაციას სთავაზობენ, თუმცა
მაცხოვრებლებს დარჩენილი 10%-ის გადახდის საშუალება მაინც არ
აქვთ.
ამ სახლებში მაცხოვრებლები
რესტავრაციასა და ინვესტორს შორის არჩევანს არ აკეთებენ, მათი სურვილი
მხოლოდ ნორმალური საცხოვრებელი პირობებია