კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ალტერნატიული ენერგიის წყარო

20 მეგავატიანი ქარის პირველი ელექტრო სადგურის მშენებლობა გორის მახლობლად მიმდინარეობს.

ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი. ასე აფასებენ იდეას ექსპერტები

პროექტის  ღირებულება 34 მილიონი ამერიკული დოლარია. მთავარი დამფინანსებელი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია, სახელმწიფო 30%-იან ხარჯს იღებს.  სამუშაოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და ნავთობის და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანია შპს “ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ასრულებს.

მასშტაბური არა, თუმცა, კერძო სახის პროექტი თბილისშიც შედგა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იაპონიის ფინანსური მხარდაჭერით, მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემა ამუშავდა. რისთვისაც 4, 5მლნ დოლარი დაიხარჯა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაჩქარებული გლობალური დათბობის ფონზე, ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამომუშავება მნიშნელოვანია.

ალტერნატიული ენერგიის საერთო ქსელში ჩართვა უკვე კანონით განისაზღვრა. თუმცა ეს სამომხმარებლო ტარიფს ჯერ ვერ შეცვლის.

ქარის ელექტრო სადგურის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დასრულდება. დეკემბრიდან კი,  სრული დატვირთვით ამოქმედდება. კომპანია ახალი სადგურების მშენებლობას კახეთსა და იმერეთშიც გეგმავს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები