გადავწყვიტე, რომ
ყველას, სათითაოდ მოგიხადოთ ბოდიში - მე პირადად, ყველა იმ
უბედურებისთვის, რაც ჩემს ადგილას მდგომებმა
დაგმართეს.
ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენ (ჩემნაირებს
ვგულისხმობ), მოვახერხეთ მასწავლებლის
დისკრედიტაცია.
ეს ალექსანდრე ჯეჯელავამ
პედაგოგებს უთხრა მანამ, ვიდრე წინამორბედ თამარ სანიკიძეს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად
დანიშნავდა. რომელი მინისტრი იგულისხმა ჯეჯელავამ უცნობია,
თუმცა ფაქტია, რომ მაშინ სანიკიძის განსაკუთრებულ
როლზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთი
თვის მერე კი წინამორბედზე უკვე ასე ფიქრობს.
„თამარმა ბევრი საჭირო და
მნიშვნელოვანი საკითხი გამაცნო, დამარიგა. თამარის დარიგების გარეშე,
ახლა ერთი ან სამი თვით უკან ვიქნებოდი. დასაკარგი დრო ჩვენს ქვეყანას
არც ერთ სისტემაში არ აქვს.“
ჯეჯელავას ბუნდოვან გზავნილს,
თამარ სანიკიძისთვის კონკრეტული ადრესატები ჰყავს- წინა
ხელისუფლებიდან.
სანიკიძემ განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის პოსტზე 35 თვიანი მუშაობა დაასრულა ისე, რომ
საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრებაც, მინისტრთან ერთად წინასაარჩევნოდ
იცვლება განათლების პოლიტიკაც.
სანიკიძე განათლების მინისტრად
2013 წლის ივლისში მაშინ დაინიშნა, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოსტი დატოვა.
მას შემდეგ სანიკიძის სახელსა და გვარს ბევრი სკანდალი უკავშირდება.
მათ შორის მარგველაშვილის მინისტრობის დროს დაბეჭდილი სასკოლო
სახელმძღვანელოები რომელიც პედაგოგთა ურავლესობას არ მოსწონდა და
გამოცემელთა კრიტიკაც დაიმსახურა, შემდეგ იყო ხელნაწერთა
ეროვნულ ცენტრში და თანამდებობიდან გადაყენებული დირექტორი ბუბა
კუდავა. განათლების მინისტრს სტუდენტებიც დაუპირსპირდნენ ახალგაზრდები
უნივერსიტეტიდან ოდეერების გაყვანას და უმაღლესი განათლების შესახებ
მოზადებულ კანონში ცვლილელების შეტანას,