კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ანა დოლიძე ლევან მურუსიძეს უპირისპირდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმე ამავე საბჭომ უნდა შეიწავლოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის საქმე ამავე საბჭომ უნდა შეიწავლოს. ლევან მურუსიძეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში სდებენ ბრალს.

აქვს თუ არა მანტიის ქვეშ მყოფ მოსამართლეს მიმდინარე პროცესების ანალიზის და პირადი მოსაზრებიბის დაფიქსირების უფლება და რა დარღვევაზე მიანიშნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
იუსტიციის საბჭო დუმს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი კი საბჭოს მდივნის მიკერძოებულობაზე საუბრობს. თუმცა ანა დოლიძე ამბობს, რომ ლევან მურუსიძეს საკუთარი პოზიციის გამოხატვას მოსამართლის მანტია უზღუდავს.

იანვრიდან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა.

მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი ამბობს, მოსამართლემ აზრის გამოთქმის უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა. რამდენიმე განცხადების გამო ანა დოლიძე , მურუსიძეს კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.

მურუსიძის ბოლო განცხადება, იმ არასამთავრობოების კრიტიკას გულისხმობდა, ვინც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წასადგენად  ევა გოცირიძის  კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.

ანა დოლიძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთვის ფორმალურდ მიმართვა აუცილებელი არ არის და  მურუსიძის საქმის განხილვისათვის მის სატელევიზიო ინტერვიუებიც კმარა.

მოსამართლეების მხრიდან პოლიტიკური სიმპათიების გამოვლენას  არ ემხრობა იუსტიციის მინისტრი.

თავად ანა დოლიძე ევროპის სასამართლოს მოსამართლეობის, ერთ-ერთი კანდიდატი და კონკურსის ფინალისტი იყო. მან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონკურსო კომისიისგან ყველაზე მაღალი ქულები მიიღო, მაგრამ მას ევა გოცირიძემ აჯობა, რომელმაც ნოლი ქულა და არასამთავრობოების კრიტიკა დაიმსახურა

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები