ორი სარჩელი ერთი ნომრით. მერაბ
ტურავა ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის და ე.წ. “კაბელების საქმეზე”
კანონმდებლობის დარღვევით სარჩელები შეიცვალა.
ორი სარჩელი ერთი ნომრით. მერაბ
ტურავა ამბობს, რომ “რუსთავი2”-ის და ე.წ. “კაბელების საქმეზე”
კანონმდებლობის დარღვევით სარჩელები შეიცვალა. თუმცა რეგისტრაციის
ნომერი არ შეცვლილა. მოსამართლემ გიორგი პაპუაშვილს მიმართა,
თუმცა ამბობს რომ უშედეგოდ. მოსარჩელეები ხარვეზს
უარყოფენ.
პარლამენტის ადამიანის
უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ საქმე
ადგილობრივმა კომისიამ უნდა შეისწავლოს. დაირღვა თუ არა
პროცედურა და დაინტერესდება თუ არა საკითხით გამოძიება.
საკონსტიტუციო სარჩელი ნომერი 764 ისევ
დავის საგანია. მოსამართლე მერაბ ტურავა სარჩელის ჩანაცვლებაზე
საუბრობს. მისი ინფორმაციით, ე.წ კაბელების საქმესთან
დაკავშირებით ერთი ნომრით - ორი სხვადასხვა სარჩელი არსებობს.
მოსამართლე ამბობს, რომ მოკვლევის ჩატარება მოითხოვა თუმცა
უშედეგოდ.
მოგვიანებით საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსამართლემმ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ
მსგავსი ხარვეზი სხვა სარჩელშიც აღმოაჩინა. საქმე ტელეკომოპანია
„საქართველოს“ მიერ შეტანილ სარჩელს ეხება, თუმცა ამ ინფორმაციას
ორივე საქმის ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს.
საკონსტიტუციო სარჩელის
სკანდალთან დაკავშირებით მოსამართლეები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა
რამდენიმე დღის წინ ვარძელაშვილის, კოპალეიშვილისა და ერემაძის
ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე საქმის არსებითად
განხილვა ყველა მოსამართლის, მათ შორის მერაბ ტურავას თანხმობით
დაიწყო.
პარლამეტში ორივე საქმის
დეტალურად შესწავლას ითხოვენ.
დაინტერესდება თუ არა სადაო
სარჩელით საგამოძიებო ორგანო უცნობია.
თუმცა მანამდე შესაძლოა
საკონსტიტუციოს სასამართლოში შიდა მოკვლევა ჩატარდეს.