სიახლეები
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ისანში
სამგორის რაიონში, ვარკეთილის ზემო
პლატოზე, მესამე მასივში ახალი სკვერი მოეწყობის სამუშაოები
დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, გაკეთდა
ქვიშის მოედანი, წყაროები, ატრაქციონები, ე.წ. კაუჩუკის მოედნები,
დაიგო ფილები, გამოიცვალა მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები.
ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
პირებზეა ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტებს სრულად
აკმაყოფილებს.
აღნიშნულ მისმართზე
სამგორის რაიონის გამგეობის და თბილისის მერიის კეთილმოწყობის
საქალაქო სამსახურის მიერ, ასევე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული
სამუშაოები ჩატარდა. მესამე მასივის ზემო პლატო #39, #40, #41, #42,
#43, #43ა და #43ბ კორპუსების სახურავები გადაიხურა,
დამონტაჟდა სადარბაზოს კარი, გამოიცავალა შიდა წყალკანალიზაციის
მილები, გადაიხურა სადარბაზოს შესასვლელები, მოხდა კორპუსის
კაპიტალური გამაგრება, ჩატარდა ცენტრალური საკანალიზაციო ქსელის
რეაბილიტაცია, დაიგო ასფალტის საფარი.