ტურიზმის
მიმართულებით
ძალიან
სახარბიელო
მაჩვენებელები გვაქვს
ამის
შესახებ
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა
მთავრობის
დღევანდელ
სხდომაზე
განაცხადა.
„მინდა, სიხარულით
აღვნიშნო, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ძალიან სახარბიელო
მაჩვენებელი, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400
ათასზე მეტი ადამიანი, რაც არის უპრეცედენტოდ დიდი მაჩვენებელი,
დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“,-განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე -
საქართველოს ეწვია 764 022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26 124-ით
მეტია წინა წელთან შედარებით.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ზრდის ტენდენცია, მეზობელ ქვეყნებთან ერთად,
შენარჩუნებულია ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამომსვლელების კუთხით.
ასევე, 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტურიზმიდან
შემოსავალმა შეადგინა 354 მილიონი დოლარი, რაც 15,7%-ით მეტია წინა
წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია
არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის შემოსავლების ზრდა ჩვენი ქვეყნის
ტურიზმის სექტორში ჩართული ყველა ადამიანისთვის, დაწყებული
მიკრო-სასტუმროებიდან, ოჯახური სასტუმროებიდან, დამთავრებული დიდი,
მსხვილი კომპლექსებით. ეს არის, რა თქმა უნდა, მეტი დასაქმებული
ადამიანი საქართველოში, რაც, ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი
მაჩვენებელი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.