კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ლევან იზორიას განცხადება მოადგილეებზე

ლევან იზორიამ ახალი მოადგილეებიც დაასახელა.

მინისტრის მოადგილების  პოსტებს   ლელა ჩიქოვანი  და ნუკრი გელაშვილი  დაიკავებენ.

თავდაცვის მინისტრის  ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანს, უსაფრთოხების სფეროში საქმიანობის 18- წლიანი გამოცდილება აქვს. 
"მას  18 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. იყო სამხედრო ატაშე 2006-2008 წლებში ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. მისი მოღვაწეობის შედეგად ლიტვის მთავრობამ ის დააჯილდოვა ღირსების ორდენით. 2008-2010 წლებში იყო სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და მის სახელს უკავშირდება არაერთი რეფორმა, რომელიც აშშ-სთან ერთად განხორციელდა. ბოლო პერიოდში შს სამინისტროში ადმინისტრაციას ხემძღვანელობდა, ხოლო ბოლო ერთი წლის განმავლობაში იყო უსაფრთხოების სამსახურში ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“, - განაცხადა იზორიამ.

რაც შეხება მისე  მეორე მოადგილეს, ნუკრი გელაშვილს, იზორიას განცხადებით, მანამდე ის მუშაობდა შს სამინისტროს აკადემიის რექტორად.

„მე ნუკრის წლებია ვიცნობ. 2004-2006 წლებში, როდესაც მე გახლდით შს აკადემიის რექტორი, მასთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად განვხორციელეთ ის მნიშვნეელოვანი რეფორმა, რომელიც უკავშირდება საპატრულო პოლიციის ჩამოყალიბებას და ამით ჩვენ ორივე ვამაყობთ. დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან რეფორმებს ერთად გავატარებთ თავდაცვის სამინისტროში“, - განაცხადა იზორიამ.
ნუკრი გელაშვილი იყო სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საპასუხისმგებლო პოზიციებზეც, ხოლო 2012 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობდა შს სამინისტროს აკადემიას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები